როგორ აღვადგინოთ მოსწავლის სამგზავრო ბარათი - საოცარი ისტორია, რომელიც ჟურნალისტს გადახდა

როგორ აღვადგინოთ მოსწავლის სამგზავრო ბარათი - საოცარი ისტორია, რომელიც ჟურნალისტს გადახდა

რამდენიმე თვის წინ ჩემ შვილს მოსწავლის სამგზავრო ბარათი გაუტყდა და აღდგენა გადავწყვიტე. არც ისე იოლი აღმოჩნდა გზა სასურველი ბარათის მოსაპოვებლად. ამისთვის პირველ რიგში სკოლაში უნდა მიხვიდეთ, სადაც დაწერთ განცხადებას დირექტორის სახელზე, რათა მოგცენ ცნობა, რომ თქვენი შვილი ნამდვილად სწავლობს ამ სკოლაში. თუ გაგიმართლათ, განცადებიდან რამოდენიმე დღეში დაგირეკავენ და გეტყვიან, რომ ცნობა მზად არის.

თუ კიდევ უფრო გაგიმართლათ და დირექციაში ვინმე ამ საკითხში ინფორმირებული შეგხვდათ, აგიხსნით, რომ ცნობა და ჯარიმის ქვითარი უნდა წაიღოთ ვაჟა-ფშაველას ბოლოში, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში და მხოლოდ ამის მერე მიიღებთ ნანატრ ბარათს. თუ ნამდვილად იღბლიანი ხართ და დირექციაში ანგარიშის ნომერიც მოგცეს, სადაც თანხა უნდა ჩარიცხოთ, ბანკიდან მეორედ სკოლაში მისვლა აღარ მოგიწევთ. და თუ ბედი იმიტომ გწყალობთ, რომ თქვენი დაბადების დროს მთვარე მარსის ეტლში იყო შესული, შვილის პირადობაც აღმოგაჩნდებათ ჩანთაში და ჯარიმას ბანკში სწორედ კონკრეტული გვარ- სახელის სასარგებლოდ გადაიხადით.

მე უიღბლო აღმოვჩნდი და ამ ბიუროკრატიული საკითხების მოსაგვარებლად ერთი კვირა დამჭირდა. ერთი სიტყვით, ყველა ეს პროცედურა რომ გავიარე და ნანატრი ცნობა და ქვითარი ჩავიდე ჩანთაში, გავემართე ბიბლიოთეკისკენ. სამწუხაროდ, ზუსტად დღეს გაგვითავდა მოსწავლის ბარათებიო, - მომახარა ქალბატონმა. ამას მერჩივნა ცხელი წყალი გადაესხათ თავზე, პრინციპში ცივზეც თანახმა ვიყავი, ოღონდ ბარათი მოეცათ.

გამახსენდა ჩემი ფუჭად დაკარგული ერთი კვირა და შეშფოთება ვცადე, - კი, მაგრამ რას ნიშნავს გაგითავდათ, აბა რისთვის მოვაგროვე ეს საბუთები, ჯარიმა რისთვის გადავიხადე?! ცხელი ხაზის ნომერს მოგცემთ, დაგვირეკეთ ხოლმე, რომ მივიღებთ, გამოარეთ და მოგცემთო, დამამშვიდეს. ამ ხნის განმავლობაში როგორ იაროს ბავშვმა სკოლაში, ცეკვაზე, ვაგრძელებ აღშფოთებას.

იქნებ ეს ბარათები გამოგადგეთ, გამოაღო უჯრა ერთ- ერთმა ქალბატონმა, - ეს დაბრუნებული ბარათებია, ხან ატარებს, ხან - არა. ამოგირჩევთ ერთ- ერთს, შეამოწმეთ, იქნებ მუშაობს.

- მე როგორ შევამოწმო?

- ქალბატონო, აქვეა ავტობუსის გაჩერება, ადით, დაადეთ სალაროს და თუ მოგცემთ ქვითარს, ე.ი. გამოდგება. ჩვენ ექვსის ნახევრამდე ვართ, იჩქარეთ, თუ გამოუსადეგარია, სხვას მოგცემთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია