ვლადიმერ პუტინი: ყოფილი ცოლი, საყვარლები და დიქტატორის ფავორიტი ქალები

ვლადიმერ პუტინი: ყოფილი ცოლი, საყვარლები და დიქტატორის ფავორიტი ქალები

2013 წელი რუსეთში ოჯახის წლად დასახელდა, თუმცა, ბედის ირონიით სწორედ ამ წელს განაცხადეს ლუდმილა და ვლადიმერ პუტინებმა განქორწინების შესახებ.

"კრემლის ხელმძღვანელის" პირადი ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული თემაა რუსეთში. არსებობს ჭორები იმის შესახებ, რომ პუტინმა ყოფილი ცოლი მონასტერში გამოკეტა, რომ მას ახალგაზრდა საყვარელი და უკანონო შვილი ჰყავს. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება - ვლადიმერ პუტინი უკვე 15 წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალებში, მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და უამრავი ქალი მას სექს-სიმბოლოდაც მიიჩნევს, რადგან მასში იდეალურ ალფა-მამრს ხედავს.

ვლადიმერ პუტინი ლუდმილაზე 1983 წელს დაქორწინდა. "ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება", - ისხენებს საკუთარ წიგნში რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მეუღლე. გარდა ამისა, იგი ვლადიმერის ჩაკეტილობის შესახებაც წერს. მაგალითად, იგი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, რომ კგბ-ში მუშაობდა, იშვიათად აქებდა ლუდმილას, არ ეხმარებოდა სახლის საქმეებში და საჭიროდ არ მიიჩნევდა ქორწინების წლისთავის აღნიშვნას.

"დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი მთელი ჩვენი საერთო თანაცხოვრების განმავლობაში მცდიდა. ყოველთვის მქონდა შეგრძნება, თითქოს მითვალთვალებდა. ყოველთვის აღმოცენდებოდა სიტუაციები, რომელთანაც გამკლავება მიხდებოდა".

არსებული ხმების თანახმად, განქორწინების შემდეგ ლიუდმილა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. თუმცა, სასულიერო პირები ამას გატეგორიულად უარყოფენ.

2008 წლის 12 აპრილს გაზეთმა "მასკოვსკი კორესპონდენტ"-მა დაწერა, რომ 55 წლის პუტინი ცოლს გაეყარა და მასზე 30 წლით უმცროს სპორტსმენ ალინა კაბაევაზე აპირებს დაქორწინებას. 2009 წელს, ყოველკვირეულმა ამერიკულმა გაზეთმა "ნიუ-იორკ პოსტმა" განაცხადა, რომ კაბაევამ პუტინს ვაჟი გაუჩინა.

26 წლის იანა ლაპიკოვა, ყოფილი ფოტომოდელია , რომელიც ამჟამად ვლადიმერ პუტინის პირადი ფოტოგრაფია. კულუარებში დადიოდა ხმები, რომ იანას და პუტინს ერთმანეთთან არა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები აკავშირებთ.

მაშა და კატია რუსეთის ყველაზე საიდუმლოებით მოცული დები არიან. არ არის ცნობილი სად ცხოვრობენ ისინი. ერთადერთი, რაც მათ შესახებ საზოგადოებამ იცის, მათი დაბადების ადგილი სანკტ-პეტერბურგია და რომ ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ვლადიმერ პუტინი საკუთარი შვილების გასაიდუმლოებულ ცხოვრებას უსაფრთხოების ზომებით ხსნის, რადგან მისი აზრით არსებობს ტერორისტული საფრთხე.

მომზადებულია viva.ua-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია