თემურ გიორგაძე უარყოფს ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციას, თითქოს მას თბილისის მერის მოადგილემ სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა

თემურ გიორგაძე უარყოფს ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციას, თითქოს მას თბილისის მერის მოადგილემ სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა

თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი თემურ გიორგაძე უარყოფს დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციას იმის შესახებ , რომ მას თბილისის მერის მოადგილე გიორგი ხელაიამ განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა.

როგორც გიორგაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მსგავსი მოთხოვნა მისთვის არავის დაუსვამს და დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს.

"ნამდვილად არ ვიცი, საიდან მოიტანა ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნული ინფორმაცია. გოგორიშვილი საერთოდ არ მინახავს და ასეთი რამ, არც მისთვის და არც არავისთვის მითქვამს, რადგან ჩემგან სამსახურიდან წასვლა არავის მოუთხოვია. გიორგი ხელაია ჩემი კურატორია, მასთან მაქვს სამსახურეობრივი შეხვედრები და მუშაობას განვაგრძობ", - აღნიშნა თემურ გიორგაძემ.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ანგარიშის განხილვისას, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა საჯარო სამსახურებში, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო მოხელეების გათავისუფლებისა და ვაკანსიების პარტიულ-ნათესაური ნიშნით შევსების ტენდენციაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში გოგორიშვილმა განაცხადა, რომ თემურ გიორგაძეს განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს.

"რატომ გადაწყვიტა თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ და რატომ უთხრა დღეს საკმაოდ აწყობილი და აქტიური სამსახურის ხელმძღვანელს თემურ გიორგაძეს დაწეროს განცხადება და წავიდეს სამსახურიდან?! იქნებ დაინტერესდეთ, ვისი ნათესავისთვის სჭირდებათ ეს თანამდებობა?!", - მიმართა გოგორიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჟორჟოლიანს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია