ცნობილი ქართველი კაცები, რომლებმაც ნარკომანია დაამარცხეს

ცნობილი ქართველი კაცები, რომლებმაც ნარკომანია დაამარცხეს

ნარკომანიის პრობლემა მთელ მსოფლიოს აწუხებს. მას ზოგის დანაშაულად აღიქვამს, ზოგი ავადმყოფობად მიიჩნევს. სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების მიუხედავად, ნარკოდამოკიდებული ადამიანები ზოგჯერ უცნაური ნივთიერებებით "კაიფობენ" და ზოგი სიცოცხლეს სწორედ ამით ამთავრებს. არიან ისეთებიც, ვინც ნარკოტიკებს დიდი ბრძოლის შედეგად თავი დაანება, მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც, რომლებიც ამას საჯაროდ აღიარებენ.

მსახიობი კოტე თოლორდავა არ მალავს, რომ წარსულში ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. "იმ პერიოდის შვილი ვარ, როდესაც მოდაში იყო ნარკოტიკების გასინჯვა და ვერც მივხვდი, ისე აღმოვჩნდი ამ მორევში ჩათრეული. ამით ჩემს ოჯახს, მეგობრებს ძალიან დიდი ზიანი მივაყენე და თუ გადავრჩი, ეს მათივე დამსახურებაა, რადგან ზურგი არავინ მაქცია და გვერდში დამიდგნენ",- განაცხადა მსახიობმა "პალიტრა TV"-ზე საავტორო პროექტში "განოს და კოტეს შოუ".

"წამლის გადაგდებაში" მას ყველაზე მეტად მეუღლე განო მელითაური დაეხმარა. მართალია არ ეამაყება, რომ წარსულში ნარკოდამოკიდებული იყო, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ პრობლემაზე ყველამ ხმამაღლა უნდა ილაპარაკოს და არ უნდა დაიმალოს.

როგორც თავად კოტე თოლორდავა იხსენებს, 2004 წელს დააკავეს კიდეც, მან პატიმრობაში 3 თვე გაატარა და ციხის ბუნტს გადაურჩა. "სამეფო უბნის თეატრში ჩემმა დეგენერატმა რეჟისორმა რაღაც მომიტანა. თურმე მოჰყვებოდნენ უკან. აქეთ-იქიდან გვეცნენ უცბად და ოპ, წაგვიყვანეს. სამი თვე ვიჯექი "კამერაში", მაშინ ქურდებიც ისხდნენ ციხეში - ძალიან სერიოზული გამოცდილება გამოდგა ეს სამი თვე ჩემთვის. უბედური ხარ, მაგრამ ურთიერთობებს სწავლობ. ჩემი გამოსვლიდან მეორე დღეს ბუნტი ატყდა ციხეში. იმ საკანში, სადაც მე ვიყავი, ავტომატი შეყვეს და ჩემ გვერდით "შპონკაზე" ტიპი მოკლეს".

ვახტანგ რჩეულიშვილი აღიარებს, რომ ახალგაზრდობაში თავადაც იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. მისი თქმით, ნარკოტიკები "ქუჩის რომანტიკას" მოჰყვა.

ნარკოტიკების მომხმარებელი იყო მისი ვაჟიც, გუკა რჩეულიშვილი. მამა-შვილი არ მალავს ნარკოტიკებით გატაცების ამბავს. ვახო რჩეულიშვილის თქმით, ის პერიოდი, როცა ნარკოტიკებით იყო გატაცებული, 24 წლის ასაკში დაასრულა და ამაში მისი მეუღლე მაია რჩეულიშვილი დაეხმარა. სანამ მაია რჩეულიშვილზე დაქორწინდებოდა, ვახო მარინა ცხონდიაზე იყო ქორწინებაში, რომელთანაც ხელი მოწერილი არ ჰქონდა. მარინა ცხონდიას თქმით, მათი სამწლიანი ოჯახი სწორედ ნარკოტიკების გამო დაინგრა.

"ვიღაცას თუ ნარკოტიკის მიღება უნდა, ამას ომს ნუ აბრალებს", - ასე აფასებს რეპერი კაბუ მისი თაობის ნარკოტიკების მიმართ დამოკიდებულებას. მუსიკოსმა არ იცის კონკრეტულად რამ უბიძგა ნარკოდამოკიდებულებისკენ.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია