თბილისელი დების შურისძიება - სიკვდილს გადარჩენილი მამაკაცი გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს

თბილისელი დების შურისძიება - სიკვდილს გადარჩენილი მამაკაცი გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს

18 წლის ლელა სახლიდან გაიქცა, თუმცა მისი მიერ მშობლების წინააღმდეგ დაწყებული ამბოხი წარმატებით არ დამთავრებულა. ლელას პრობლემებისგან თავის დაღწევა უნდოდა, მაგრამ ახალი ძალადობის ობიექტი აღმოჩნდა. რა მოხდა ახალგაზრდა დების ცხოვრებაში და ვინ გაიმეტეს გოგონებმა სასიკვდილოდ – ამ ამბავს ლელას და მაიკო გვიამბობს.

- მთელი ბავშვობა დედა მენატრებოდა. დილას რომ ვიღვიძებდი, საწოლთან გამზადებული ტანსაცმელი მხვდებოდა, რაც სკოლაში უნდა ჩამეცვა. ის შინ გვიან ღამით მოდიოდა, მაშინაც საქმის კეთებას იწყებდა და ჩემთან და ჩემს დასთან დასალაპარაკებლად ვერც კი იცლიდა. საჭმელი მას უნდა მოეტანა, მოემზადებინა, ჩვენთვის მოევლო, სახლისთვის მიეხედა და მამაჩემის ტანსაცმელი მოეწესრიგებინა. ფულიც თვითონ უნდა ეშოვა და რაც მთავარია მისი მადლიერი არავინ უნდა ყოფილიყო. მამაჩემს და მის დედას ისიც არ მოსწონდათ ძილის წინ გადაღლილ დედას, რომ ვკოცნიდი და ვეხუტებოდი. ოჯახში ასეთი ტენდენცია იყო: - ის მოვალეა, ვალდებულია და ამის გამო მადლობის გამოხატვა საჭირო არ არისო. მამა ნახევარ დღეს ტელევიზორთან ატარებდა, მეორე ნახევარი კოპიუტერთან თამაშობდა. თვეში რამდენჯერმე ჩემთვის უცნობი ქალი ურეკავდა. დღემდე მახსოვს მისი ხმის გაგონებაზე მამაჩემს როგორ გაუბრწინდებოდა ხოლმე თვალები. შვილების თვალწინ, მოურიდებლად შეხვედრას უნიშნავდა, შემდეგ საგანგებოდ გამოწყობილი მასთან მიდიოდა და უკან რომ ბრუნდებოდა თვალებში რაღაც ველური კმაყოფილება ედგა. იმ ღამით აუცილებლად დედაჩემთან ჩხუბს იწყებდა, გადაღლილო ქალს ლანძღავდა, სარკეში ჩაიხედე რას დაემგვანეო, დაჰყვიროდა და შემდეგ თვითყმაყოფილი ისევ დივანზე გაიშხლართებოდა.

- შვილებს დედის დაცვა არ შეგეძლოთ?

- ნეტავ ამისთვის საჭირო ძალა და გამბედაობა გვქონოდა. მამაჩემი აგრესიული იყო, თუ ხმას ამოვიღებდით მაშინვე შეურაცხყოფაზე გადადიოდა. ჩემს დას ორჯერ სახეშიც გაარტყა. მაშინ დედამ ცრემლიანი თვალებით გვისაყვედურა: - ჩვენს საქმეში ნუ ჩაერევით, ეს ჩემი ჯვარია და სანამ შევძლებ უნდა ვატაროო. ის ტრადიციული აზროვნების ქალი იყო. მის ადგილას ბევრი ოჯახს დაანგრევდა, ტვირთიც შეუმსუბუქდებოდა და შვილებს ყოველდღე დედის ნატანჯი სახის ყურება არ მოგვიწევდა. ალბათ ზოგი დამძრახავს, მაგრამ ზუსტად ვიცი ნებისმიერ ფასად ოჯახის შენარჩუნება არ ღირს. ამის დასტურია ჩემი დის გადაწყვეტილება.მან ასეთ ოჯახურ სიტუაციას ვეღარ გაუძლო და 17 წლის არ იყო, როცა სახლიდან გაიქცა.

- სად წავიდა?

- დიდხანს ვეძებდით, ბოლოს გავარკვიეთ, რომ ერთ-ერთ მეგობართან იყო. იმ გოგონას მშობლები არ ჰყავდა, ბებიასთან ცხოვრობდა და ლელამაც თავშესაფარი მას სთხოვა. დედაჩემი დიდხანს ეხვეწა უკან დაბრუნებულიყო. ერთხანს კიდეც დაბრუნდა, მაგრამ იმ რამდენიმე დღეში სრულიად შეცვლილი მეჩვენა. თითქოს ყველას მიმართ პატივისცემა საბოლოოდ დაკარგა. მამა სძულდა როგორც მოძალადე, დედაც აღარ უყვარდა - მონური ბუნება გაქვსო - პირში მიახალა, ბებიას ხომ ბავშობიდან ვერ იტანდა. ლელამ სკოლა დაამთავრა თუ არა, ისევ წავიდა სახლიდან. ცალკე ბინა იქირავა, სასტუმროში დაიწყო მუშაობა და ჩვენთან იშვიათად მოდიოდა. საოცარი ის იყო, რომ დედა თითქოს ამაზე ნაკლებად ნერვიულობა. მისთვის მთავარი ის იყო, ქმარი კმაყოფილი ჰყოლოდა. მხოლოდ იმას ცდილობა ბევრი სანოვაგე მოეტანა, რომ დივანზე გაშხლართულ მამას მისი ლანძღვა-გინების მიზეზი არ ჰქონოდა.

ლელას უფრო ხშირად მე ვაკითხავდი, თუმცა დასვენება იქაც შეუძლებელი იყო. თითქმის ყოველდღე ახლად შეძენილი მეგობრები სტუმრობდნენ და ღამეებს სიცილ-კისკისსა და სმაში ატარებდნენ. ერთ ღამეს ისე მოხდა, რომ მეც მასთან მოვისურვე დარჩენა.

ლელას როგორც წესი ისევ მეგობრებმა მოაკითხეს, მათ შორის ერთი ჩემთვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაციც იყო. გვიან ღამემდე გაშლილ სუფრას არ მოშორებიან, განსაკუთრებით ის უცნობი აქტიურობდა, ბევრს სვამდა, ლაპარაობდა და აშკარად ლელას ''შებმას'' ცდილობდა. ეს საზოგადოება ძალიან უინტერესოდ მომეჩვენა.

მაშინ მეთორმეტე კლასში ვიყავი, გამოცდებისთვის ვემზადებოდი და გადავწყიტე ცალკე, წიგნის რამდენიმე გვერდი მაინც წამეკითხა. საძინებელში შევედი, წამოვწექი, მაგრამ მთელი დღის დაღლილს წიგნზევე ჩამეძინა. გათენებული არ იყო, რომ გამომეღვიძა. წყალი მინდოდა, სამზარეულოში გავედი და როცა უკან ვბრუნდებოდი, ტირილის ხმა ჩამესმა, შეშინებულმა მიმოვიხედე გარშემო, იქ არავინ იყო. ხმა აბაზანიდან მოდიოდა. გული ამიჩქარდა, შემეშინდა, ფრთხილად შევაღე კარი. ლელა იატაკზე იჯდა, თავი მუხლებზე დაედო და მხრები უცახცახებდა. მის დანახვაზე შევკივლე, თავი წამოწია და შემომხედა, ერთი თვალი შეშუპებული ჰქონდა, ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა. - რა მოხდა, ეს ვინ გააკეთა, ვინ გააკეთა - ერთსა და იმავე კითხვას ვიმეორებდი, თან ვტიროდი და ლელას ვეხუტებოდი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია