საქართველოს პატრიარქის ძმა სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალეს

საქართველოს პატრიარქის ძმა სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალეს

სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა, ბერი გიორგი დაკრძალეს.

დაკრძალვამდე გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა. პანაშვიდის დროს, ტაძარში პატრიარქისა და ოჯახის წევრებისთვის მისასამძიმრებლად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იმყოფებოდნენ. პანაშვიდის ბოლოს პატრიარქმა უფალს შესთხოვა, ბერი გიორგის სული ცათა სასუფეველში, წმინდანთა შორის დაამკვიდროს. უწმინდესმა სამოქალაქო პანაშვიდზე მისულებს მადლობაც გადაუხადა.

სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში დღეს ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

რამდენიმე მეუფის მიერ შესრულდა პანაშვიდი და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად აღევლინა წირვა.

ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი) პარტიარქმა ბერად 2013 წლის 4 სექტემბერს აღკვეცა.

ფოტოგალერეა + ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია