მერაბ მეტრეველი - პრეზიდენტს სურს, იყოს დემოკრატიის გარანტი ქვეყანაში და მედიის დამცველი

მერაბ მეტრეველი - პრეზიდენტს სურს, იყოს დემოკრატიის გარანტი ქვეყანაში და მედიის დამცველი

პრეზიდენტს სურს, იყოს დემოკრატის გარანტი ქვეყანაში და მედიის დამცველი, რაც ძალიან კარგი სურვილია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "პალიტრა ტვ"-ს ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ტელეკომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.

"პრეზიდენტს აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მედიას რაიმე პრობლემა, სადაც პრეზიდენტს შეუძლია დახმარება აღმოუჩინოს. მე როგორც მივხვდი, პრეზიდენტს სურს, რომ ის იყოს დემოკრატის გარანტი ქვეყანაში, ეს ასეც უნდა იყოს და მედიის დამცველი. ეს ძალიან კარგი სურვილია", - განაცხადა მეტრეველმა.

მისივე თქმით, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მხრიდან უფრო იყო საუბარი არა პრობლემებზე, არამედ პრობლემების მოლოდინზე, რომელიც ზოგიერთ ტელევიზიას, მათ შორის, "რუსთავი 2"-ს აქვს.

"მომავალში რა მოხდება, ამაზე რეაგირებას, ბუნებრივია, პრეზიდენტი დღეს ვერ გააკეთებს და ეს უთხრა კიდეც მათ. როგორც გაირკვა, "რუსთავი 2" დღემდე არის სარეკლამო ბაზრის ლიდერი. როდესაც ყველაზე მეტი რეკლამა შენთან მოდის და ყველაზე რეიტინგული ტელევიზია ხარ, ვერ იტყვი იმას, რომ ხელისუფლება რაღაც პრობლემებს გიქმნის, უბრალოდ მათ ეშინიათ, რომ შეიძლება მომავალში შეექმნათ პრობლემა, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდება, დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი იქნება მედიის და დემოკრატიის სადარაჯოზე. მე ეს სურვილი დავინახე გიორგი მარგველაშვილის მხრიდან", - განაცხადა მეტრეველმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მედიას შეექმნება პრობლემები საქმიანობაში, პრეზიდენტის მხრიდან უბრალო განცხადებასაც უდიდესი რეზონანსი ექნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია