დიდ დიღომში მშენებლობაზე მუშას 4 ტონა არმატურა დაეცა - სასწაულებრივად გადარჩენილი სიცოცხლისთვის იბრძვის

დიდ დიღომში მშენებლობაზე მუშას 4 ტონა არმატურა დაეცა - სასწაულებრივად გადარჩენილი სიცოცხლისთვის იბრძვის

დიდ დიღომში, მე-3 მკ.რ-ში კორპუსის მშენებლობის დროს ერთ-ერთ მუშას, გია ზარიძეს ფეხებზე 4 ტონა არმატურა დაეცა. დაშავებული სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც  კლინიკაში აცხადებენ, დაზარალებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

Ambebi.ge შემთხვევის თვითმხილველს გაესაუბრა.

"ხმაური გავიგე და აივანზე გამოვედი. ვხედავ, ხალხი გროვდება, ბიჭი მოყოლილა არმატურის ქვეშ და მასთან მიახლოვებას ვერ ახერხებდნენ. სასწარაფოთი გადაიყვანეს. მითხრეს, რომ გადარჩა, ფეხებზე დაეცა, მენჯებზე, მუცელზე არ შეხებიაო. წვიმდა და მიწა სველი იყო, არმატურის 4 ტონიანი შეკვრა კიდეზე დებულა და ჩასრიალდა", - ყვება თვითმხილველი.

მშენებლობას შ.პ.ს. "ლუმაქ ჯგუფი" ახორციელებს. კომპანიის დირექტორი, შოთა ქუთათელაძე Ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, დურგალს ფეხი დაუცდა, რადგან მიწა სველი იყო და არმატურაში ფეხი მოყვა. მისივე თქმით, სამშენებლო კომპანია უსაფრთხოების ზომებს იცავს და ეს უბედური შემთხვევა იყო.

"3 თვეში ერთხელ თანამშრომლები ობიექტზე უსაფრთხოების ინსტრუქტაჟს გადიან", - ამბობს შოთა ქუთათელაძე.

ინფორმაციისთვის Ambebi.ge შსს-ს დაუკავშირდა. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, დაზარალებულს პრეტენზიები არ აქვს, და შესაბამისად, გამოძიების დაწყება არ იგეგმება.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია