პედოფილები "ფეისბუქში" ბავშვების შიშველ ფოტოებზე ნადირობენ - დავდოთ თუ არა სოციალურ ქსელში ბავშვების ფოტოები

პედოფილები "ფეისბუქში" ბავშვების შიშველ ფოტოებზე ნადირობენ - დავდოთ თუ არა სოციალურ ქსელში ბავშვების ფოტოები

ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური გახდა საკითხი, დავდოთ თუ არა სოციალურ ქსელში ბავშვების ფოტოები. სულ უფრო მეტი ადამიანი მოუწოდებს მშობლებს, ნუ გაავრცელებენ ასე აქტიურად ბავშვების ფოტოებს, განსაკუთრებით - საჯაროდ, ანუ არა მხოლოდ მეგობრებისთვის, და ასევე განსაკუთრებით - შიშველ ფოტოებს.

ინტერნეტი ყოველდღე ივსება ახალ-ახალი ბლოგებითა და სოციალური ქსელებით, ახალ-ახალი ადამიანებით, რომელთაგან თვით ინტერნეტმეგობრებს შორის მყოფებსაც კი უშუალოდ არ ვიცნობთ და ვის რა განზრახვა აქვს, არავინ იცის. ერთი კონკრეტული ადამიანის გვერდზე შესული ნებისმიერ ინფორმაციას შეიტყობ მასზე - მის ოჯახურ მდგომარეობაზე, მის ინტერესებზე, მიდრეკილებებზე, მის ოჯახის წევრებზე, ბევრი იმასაც წერს, სად იმყოფებოდა ან ახლა სად არის, სად და რას აკეთებდნენ ის და მისი შვილები და ა.შ. ადამიანებს, რომლებსაც ათასგვარი ცუდი აზრი უტრიალებთ თავში, თავისუფლად შეუძლიათ ამ ინფორმაციების თუ ფოტოების სათავისოდ გამოყენება. უამრავი მსოფლიო პრეცედენტი არსებობს, როდესაც სწორედ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციების მეშვეობით შეიტყვეს სერიულმა მკვლელებმა, მძარცველებმა თუ უბრალოდ შურისძიების მოსურნეებმა თავიანთი მსხვერპლის კოორდინატები და ადვილად მოიყვანეს სისრულეში განზრახვა. გაცილებით მეტი შემთხვევაა, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინტიმურ ფოტოებს, ასევე ბავშვების ერთი შეხედვით უმანკო, მაგრამ შიშველ ფოტოებს პედოფილები თუ სხვადასხვა პორნოსაიტის მფლობელები თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია