''ჩემს შვილს დავით აღმაშენებელი მეზობელი ეგონა...''

''ჩემს შვილს დავით აღმაშენებელი მეზობელი ეგონა...''

35 წლის ნატას წერილი რედაქციაში გასულ კვირას მივიღეთ. ერთადერთი გოგონას დედამ წარსულში შეცდომა დაუშვა და ბედი მისთვის შეუფერებელ მამაკაცს დაუკავშირა. დღეს შვილს მარტო ზრდის, მაგრამ მატერიალური გაჭირვების გარდა, ოჯახს სხვა პრობლემებიც შეექმნა.

''ყველას უნდა, განათლებული შვილები ჰყავდეს და ამისთვის დედები ხშირად თავს არ ვზოგავთ. მთელი ცხოვრება იმას ვამბობდი, რომ ჩემი შვილი ყველაზე ნაკითხი და კარგად აღზრდილი იქნებოდა, მაგრამ გათხოვებიდან ორ თვეში დავრწმუნდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი გახდებოდა.

ქმარი უსაქმური, დედამთილი - ავადმყოფი, მამამთილი კი მუდმივად სვამდა. ორ წელიწადში ერთადერთი გოგონა შემეძინა. მეტი შვილი აღარც მყოლია. ბავშვი გაჭირვებით გავზარდე, სამ ადგილას ვმუშაობდი, რომ ოჯახს არ ეშიმშილა. ბოლოს დავიღალე, მოვკიდე ხელი ჩემი ექვსი წლის გოგონას და ქირით გადავედი საცხოვრებლად. არავინ გამომკიდებია, რადგან მალე გავიგე, რომ ჩემმა მეუღლემ მეორედ იქორწინა.

რაიონიდან ვარ და თბილისში ნათესავებიც არ მყავს. ბავშვს ვერავის ვუტოვებდი და სკოლიდან სახლში დაბრუნებული მთელი საღამო კომპიუტერთან იჯდა. არ ვუშლიდი, რადგან შვილის გართობისა და მიხედვის თავი არ მქონდა. საღამოს სახლში ისეთი დაღლილი ვბრუნდებოდი, რომ ძირითადად შვილისთვის მზა საჭმელები მომქონდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია