"გაგიკვირდებათ, როგორ ცხოვრობდით აქამდე მათ გარეშე" - რას წერს GQ-ს რუსული ბიურო ქართველებსა და თბილისზე

"გაგიკვირდებათ, როგორ ცხოვრობდით აქამდე მათ გარეშე" - რას წერს GQ-ს რუსული ბიურო ქართველებსა და თბილისზე

"თბილისში ჩასვლის პირველივე დღეს თქვენ იქ შეიძენთ ახალ მეგობრებს, რომლებსაც იმდენად შეიყვარებთ, რომ გაგიკვირდებათ, როგორ ცხოვრობდით აქამდე მათ გარეშე. ისინი ამბობენ, რომ სტუმართმოყვარეები არიან. ამასთან, იქ ჩასვლისთანავე დაივიწყეთ  ყველა რეკომენდაცია, რომელიც თქვენთვის დიეტოლოგს მოუცია," - ასე იწყებს გავლენიანი მამაკაცების გამოცემა GQ მოგზაურობის რუბრიკაში გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით "GQ - გიდი საქართველოში".

ამ შესავლის შემდეგ, გამოცემა ტურისტებს თბილისის შესახებ აძლევს სხვადასხვა რეკომენდაციას ისეთ საჭირო საკითხებზე, თუ სად შეიძლება იცხოვრონ,  ჭამონ, დალიონ, დაისვენონ და რა მოინახულონ თბილისში მოგზაურობისას.

გასაკვირი არ არის, რომ პირველივე რეკომენდაციაში, რომელიც თბილისში მოსანახულებელ ადგილებს ეხება, სოლოლაკი შედის.

Adami

გამოცემა სოლოლაკზე წერს, რომ იგი იდეალური ადგილია ძველ თბილისში ბინის დღიურად ქირაობისთვის. როგორც აღმოჩნდა, სტატიის ავტორი მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა ას მეტრში ანტიკვარული სახლიდან, რომელშიც ცნობილი კომპოზიტორი მიხეილ ტარივერდიევი მოღვაწეობდა. ავტორი წერს, რომ ოთახის ქირაობა ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე სასტუმრო და როგორც აღმოჩნდა, პირობებითაც კმაყოფილია.

ვრცელ სტატიაში შემდეგი თავი ჭამა-სმას ეძღვნება.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია