როგორ იცვლება ადამიანის ორგანიზმი სიგარეტზე თავის დანებების შემდეგ

როგორ იცვლება ადამიანის ორგანიზმი სიგარეტზე თავის დანებების შემდეგ

20 წუთში

პულსი და წნევა ნორმალურ მაჩვენებელს უბრუნდება. გადის ხელის კანკალი, წყდება სუნთქვის აჩქარება.

ერთ დღეში

ფილტვები და სხვა ორგანოები იწმინდება გაზისგან. ორგანიზმი იჯერებს, რომ ნიკოტინით აღარ მოწამლავენ და იწყებს ნიკოტინის კვალისგან გათავისუფლებას. შესაძლებელია დაიწყოს მცირე ხველა, მაგრამ სტაჟიანი მწეველი ამას ვერ შენიშნავს.

ორი დღის შემდეგ

ორგანიზმი ნიკოტინისგან თავისუფალია. თანდათან აღდგება გემოს და სუნის აღქმა. მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ ადამიანი იწყებს სხვადასხვა არომატების ნიუანსების გარჩევას.

3 დღის შემდეგ

ახლა შეგიძლიათ დაივიწყოთ ხველაც და სუნთქვასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემაც. გადის ბრონქების სპაზმი, ნორმაში დგება გულის რიტმი და ორგანიზმი ენერგიით ივსება. 72 საათში ხდება სრული ფიზიკური დამოკიდებულებისგან გათავისუფლება.

2-12 კვირის შემდეგ

სისხლის ცირკულაციის ამაღლება საშუალებას იძლევა ფიზიკური დატვირთვა უფრო მარტივად გადაიტანოთ.

3-9 თვის შემდეგ

ფილტვების მუშაობა 33%-ით უმჯობესდება, ამ დროს ადამიანს აღარც ახსოვს, რომ ოდესღაც სუნთქვის პრობლემა ჰქონდა.

ერთი წლის შემდეგ

გულის შეტევის რისკი ორჯერ მცირდება. ორგანიზმის მდგომარეობა საშუალო მდგომარეობას დაუბრუნდა და სამომავლოდ მხოლოდ დადებითი ცვლილებები მოხდება. თქვენ ჯანმრთელი ხართ, ენერგიული და თავისუფალი!

მომზადებულია xsmoker.ru-ს მიხედვით.

"ტრაგედია მოხდა ჩვენს რაიონში... როგორც ვიცი, კახას მშობელიც თან ახლდა" - ვინ არის რაჭაში, ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდი?

ტრაგედია ექსკურსიაზე - მაშველებმა შაორის ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

"...რაც ერთად ვაშენეთ დაინგრა, დაიწყო ფინანსური პრობლემები, არ გვქონდა სახლი" - ცნობილი იუმორისტი მძიმე წარსულზე და "გმირ დედაზე", რომელიც წლებია ემიგრანტია