რა ქონებას ფლობდა კახა ბენდუქიძე - ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დეკლარირებული ქონება

 რა ქონებას ფლობდა კახა ბენდუქიძე - ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დეკლარირებული ქონება

კახა ბენდუქიძეს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2008 წელს აქვს შევსებული, შესაბამისად, მასალაში მოყვანილი მონაცემები 2008 წლისთვის არსებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

კახა ბენდუქიძე 1956 წლის 20 აპრილს დაიბადა. როგორც მის მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციაში ვკითხულობთ, ყოფილი მინისტრის ქონება საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და ეს არც არავისთვის არის გასაკვირი. მას ჰქონდა 5 სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში.

ბენდუქიძე ორ მიწის ნაკვეთს ფლობდა გრიგოლეთში, რომლის ღირებულებაც 2.515 000 დოლარს შეადგენს. დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაში შედიოდა მიწის ნაკვეთი შეკვეთილშიც, რომლის ღირებულებაც 962.500 დოლარია.

რაც შეეხება მის ქონებას რუსეთში, ბენდუქიძეს მოსკოვში, გარიბალდის ქუჩაზე ორი სახლი ჰქონდა და მათი ღირებულება 810 000 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ბენდუქიძის საბანკო ანგარიშებს, 2008 წლის დეკლარაციის მონაცემებით, მას როგორც რუსულ, ასევე ქართულ ბანკებში ერიცხებოდა თანხა საკუთარ ანგარიშზე. რამდენიმე ანგარიში ჰქონდა გახსნილი "თი-ბი-სი ბანკში", 85 დოლარი, 7791 ლარი და 19191 ევრო. Fortis bank,Nederlandsche Bank- ში დეპოზიტზე 2 500 000 დოლარი ჰქონდა. 806720 მოქნილი ანაბარი ევროში და 144 438 დოლარი მიმდინარე ანგარიშზე. მოსკოვის სამრეწველო სავაჭრო ბანკში 5 571 რუბლი მიმდინარე ანგარიშზე, 3 361 დოლარი მოთხოვნამდე ანაბარზე, ასევე ამავე ანაბარზე ჰქონდა 165 ევრო. საბარათე ანგარიშზე კი ჰქონდა 18423 დოლარი. 307 576 დოლარი და 371474 ევრო HSBH–ში.

რაც შეეხება მის მონაწილეობას საწარმო საქმიანობაში, ყოფილ მინისტრს მითითებული ჰქონდა, რომ ის იყო ჰოლდინგური კომპანია "სამრეწველო ინვესტიციების" აქციონერი, რომელიც კვიპროსზეა დარეგისტრირებული 2004 წელს. შპს "ძირითადი ინვესტიციების" პარტნიორი, დახურული სააქციო საზოგადოება "არაპროფილური აქტივები ინვესტიციები სმი-ში" და დახურული სააქციო საზოგადოება "სამრეწველო პროექტების" აქციონერი. აღსანიშნავია, რომ ესენი რუსული კომპანიებია.

2005 წელს კახა ბენდუქიძეს ქირავნობის ხელშეკრულებით გადაეცა დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორია, რომლის თანხაც 366 000 ლარს შეადგენდა.

ყოფილ მინისტრს დეკლარაციაში არ ჰქონდა მითითებული, მაგრამ მისი საკუთრებაა პრესტიჟული და ძვირადღირებული სასწავლებელი "თავისუფალი უნივერსიტეტი", ასევე ვაკის საცურაო აუზი, რომელსაც "ბენდუქიძის აუზს" უწოდებენ. ამბობენ, რომ კახა ბენდუქიძეს საკუთარი ინტერესები ჰქონდა ტელეკომპანია "ტაბულაშიც", რომლის ხელმძღვანელიც თამარ ჩერგოლეიშვილია.

საინტერესოა, რომ სხვადასხვა ქვეყნის გავლენიან ბიზნესგამოცემებში არ ფიგურირებს კახა ბენდუქიძე. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დაბადებული 58 წლის ბიზნესმენისა და სახელმწიფო მოხელის ქონებად ლამის უკვე $1-1,5 მილიარდს ასახელებენ სხვადასხვა წყაროები საქართველოში, დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 2003 წელს, რუსეთიდან საქართველოში გადმოსვლის წინ, ბენდუქიძის პირად ქონებას რუსი სპეციალისტები $64 მილიონად აფასებდნენ.

კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სტატიები თეგზე #კახა ბენდუქიძე

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია