"არ მინდა, ჩემი ცოლი ბოზობდეს და ეწეოდეს" - რა შემთხვევაში ამართლებენ ქართველი კაცები ცოლის მკვლელობას

"არ მინდა, ჩემი ცოლი ბოზობდეს და ეწეოდეს" - რა შემთხვევაში ამართლებენ ქართველი კაცები ცოლის მკვლელობას

მიმდინარე წლის მანძილზე 22 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა. მათი უმრავლესობა ყოფილი მეუღლის ან პარტნიორის მიერ, ოჯახური კონფლიქტის და შელაპარაკების ნიადაგზეა მოკლული. 17 ოქტომბერს კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი დაფიქსირდა: ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ყოფილმა მეუღლემ სასწავლებლის დერეფანში სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ქალთა გახშირებული მკვლელობების ფაქტებზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს გადაცემა "მოკლე ჩართვის" მსმენელებმა. რესპონდენტი ქალების უმრავლესობა შემთხვევებს ქართულ მენტალიტეტს და მამაკაცების უსუსურობას უკავშირებს, კაცებს კი განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.  გთავაზობთ რამდენიმე მსმენელის კომენტარს.

"თუ ნარკომანი იყო, რად გაყვა... ან გაეყაროს, ან რას გაყვა, მოსაკლავი იყო";

"ქართველი ქალები უფრო ევროპელები არიან და ჩვენ, მამაკაცები უფრო აზიელები, ხოდა აქედან გამომდინარე ის ევროპულად ფიქრობს, პარტნიორი სჭირდება, მაგრამ მე მაპატიეთ და არ მინდა, რომ ჩემი მეუღლე ბოზობდეს. არავის მოეწონება, გინდა ნარკომანი იყოს, რომ ცოლი სხვასთან ღალატობდეს..."

"ქალი ქალს გავს ახლა? 80% ქალს არ გავს, სიგარეტით პირში დადიან. თვითონ ქალი უნდა იყოს ქალური..."

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია