ქალზე მოძალადე "ყოფილ ქმრებს" და სხვა არაკაცებს! - ვინ მოგცათ უფლება თავად გადაწყვიტოთ სასჯელის ფორმა

ქალზე მოძალადე "ყოფილ ქმრებს" და სხვა არაკაცებს! - ვინ მოგცათ უფლება თავად გადაწყვიტოთ სასჯელის ფორმა

ბოლო პერიოდში იმდენად გახშირდა ქალზე ძალადობის ფაქტები – ლამის შემძულდეს სოციუმი, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩავალაგო ბარგი და წავიდე უკანმოუხედავად, მაგრამ თუ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი (დიახ, მე მაქვს ამის ამბიცია!) ასე მოვიქცევით, ისევ და ისევ ასეთი გადაგვარებული ხალხის ხელში დავტოვებთ ისედაც უფლებაშელახულ და მრავალგზის უსამართლოდ განადგურებულ ქალებს!

მივმართავ ყველა სულით ავადმყოფს და დავიწყებ გადაგვარებული მენტალიტეტის "ყოფილ ქმრებით" (საბედნიეროდ, ბევრი საღად მოაზროვნე ყოფილი ქმარი არსებობს და აიღეთ მაგალითი იბიომაწ!) და მათი ამაზრზენი "გამპრავებლებით":

ცოლთან განშორება ნიშნავს იმას, რომ მას აქვს უფლება, ვისაც უნდა იმას დაუკავშიროს ცხოვრება, კარიერა და თქვენ მასთან არაფერი გესაქმებათ, საერთოდ! თუ თვლით, რომ თქვენს შვილებს ცუდ მაგალითს აძლევს, დაე სასამართლომ გადაწყვიტოს ეგ საქმე და ჩამოართვან დედობა, ვინ მოგცათ უფლება თავად გადაწყვიტოთ სასჯელის ფორმა! მით უმეტეს, რა უფლება გაქვთ ყოფილ ცოლზე, როცა თქვენ უკვე დაოჯახებული ხართ სხვაზე და შვილის/შვილების ალიმენტსაც კი არ იხდით თქვე არაკაცებო!

როცა ქალი გარბის თქვენგან და თქვენი დანახვაც არ უნდა, ეს ნიშნავს, რომ არ ივარგეთ თავის დროზე მის გვერდით და ძალადობით თქვენს კაცობას ვერ დაამტკიცებთ, იმ კაცობას, რომელშიც თანაცხოვრებისას ერთხელ, ან მრავალჯერ – უკვე "ჩაიჭერით"!

თუ ქალი გარბის სხვა კაცთან, იმიტომ, რომ "ბოზია", გიხაროდეთ, რომ ეს დროულად მოხდა და დაე იმ მორიგმა კაცმა იდარდოს, ვინც ცხოვრება ბოზს "დაუკავშირა", ის, რასაც ელემენტარული ღირსეული ნაბიჯებით ვერ აკეთებთ, ძალადობით მით უმეტეს ვერ აღადგენთ!

ქალი

გულის ამრევია, როცა კითხულობ სტატიას მორიგ ტრაგედიაზე და გხვდება კომენტარები:

ამდენ ქმარს რომ იცვლის ქალი, ის სიკვდილის ღირსია აბა რა

ერთი ბოზით ნაკლები ეყოლება ქვეყანას

იქნება და რა დაუშავა, კაცსაც გაუგეთ

კაცია და თავმოყვარეობა აქვს, როცა ქალი დადის ბარებში, სიგარეტს ეწევა, სვამს, ქმარს თავზე "იმასშვება", აბა რა უნდა ჰქნას, კაცია…

რას მიჰყვებოდა ცოლად გიჟ კაცს, სექსი რომ უნდოდა კარგი იყო?

დაიმახსოვრეთ, თქვე ბნელო წარმონაქმნებო:

მამაკაცი ქალს არასდროს კლავს, ის, ვინც ამას აკეთებს – არ არის კაცი! ეს არის ვერშემდგარი, არასრულფასოვანი წარმონაქმნი, რომელიც თავისზე სუსტ არსებასთან ფიზიკური ანგარიშსწორებით ცდილობს დაარწმუნოს თავი, რომ კაცია… თუმცა ამაოდ, შესაბამისად სიცოცხლეს ან ციხეში, ან თვითმკვლელობით ასრულებს!

ვაჟკაცობა გამოგევლინათ აგვისტოს ომის დროს, როცა სოფლებში იხიზნებოდით და ახლა გაქვთ დიდი გული "თქვენს საკუთრებაში" მყოფ ქალებთან!

"გამპრავებელი" კომენტარის ავტორო ქალებო, მიხედეთ საკუთარ პატიოსნებას და თუ საჭიროდ ჩათვლით – ბარემ თქვენი ხელით დაიშანთეთ სხეული, მაგრამ სხვის ომში სიბრძნეს თავი დაანებეთ, როცა არ ფლობთ ინფორმაციას და ნუ უწყობთ ხელს კიდევ ერთხელ ამ მარაზმს!!

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია