დაუგენელმა პირებმა ველოსიპედის სკულპტურა დააზიანეს

დაუგენელმა პირებმა ველოსიპედის სკულპტურა დააზიანეს

"ვარდების მოედანზე" მდებარე ველოსიპედის სკულპტურა დაზიანებულია. ქანდაკებას მოგლეჯილი აქვს სატერფული და იქვე კუთხეშია დაგდებული . დაზიანებული სკულპტურა რამდენიმე დღის წინ შენიშნეს, თუმცა ვინ ჩაიდინა, ამას თვითმხილველი არ ჰყავს.

დაახლოებით ორი თვის წინ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ "ვარდების მოედანზე" მდებარე ველოსიპედის სკულპტურის გადატანას აპირებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"ის შეიძლება, მაგალითად, 9-წლიანი მმართველობის სიმბოლოდ დავდგათ ქალაქის შემოგარენში, რომ ტურისტებს საშუალება ჰქონდეთ, ნახონ, როგორი მიდგომები იყო ძეგლებთან და, საერთოდ, არქიტექტურის განვითარებასთან დაკავშირებით. პატარა ისტორიასაც მივაწერდი", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

"ვარდების მოედანზე" გიგანტური ველოსიპედის სკულპტურა 2011 წელს დაიდგა და ტურისტებისთვის ერთ-ერთ საინტერესო ადგილად იქცა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია