ხომალდზე, სადაც სავარაუდოდ ებოლას შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება

ხომალდზე, სადაც სავარაუდოდ ებოლას შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება

ხომალდ "კარნივალ მეჯიკზე", სადაც სავარაუდოდ ებოლას შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება. ერთ-ერთი მათგანის, მეზღვაურ ბაჩანა გოგიტიძის მეგობარი, გიორგი ტრაპაიძე "კურიერს" დაუკავშირდა და ესაუბრა.

როგორც გიორგი ტრაპაიძე აცხადებს, გემზე იმყოფება მისი მეგობარი და საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე, რომელზეც 15 ოქტომბერს დაფიქსირდა ებოლას შემთხვევა.

"გემი მიემართებოდა ტეხასიდან მექსიკაში. ჩემმა მეგობარმა დამირეკა გუშინ საღამოს და მითხრა, რომ ებოლას ვირუსი დაფიქსირდაო, ასევე მითხრა, მართალია, დაავადებული იზოლირებულია და როგორც მახსოვს გარდაიცვალა კიდეც, მაგრამ მაინც საკარანტინოდ გვამზადებენ, არც ერთი პორტი არ გვღებულობსო", - განაცხადა გიორგი ტრაპაიძემ. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ებოლას საფრთხის გამო მექსიკისკენ მიმავალმა საკრუზო გემმა მარშრუტი შეცვლა და ტეხასის პორტში დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდ "კარნივალ მეჯიკზე" იმყოფებოდა დალასის კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაძლოა შეხება ჰქონოდა ებოლათი დაავადებულ პაციენტთან. Reuters-ის ინფორმაციით, 21 დღიანი საინკუბაციო პერიოდის გასვლისა და სიმპტომების არქონის მიუხედავად ექიმი მეუღლესთან ერთად საკუთარი ნებით იზოლაციაში მოექცა. პრევენციის მიზნით ხომალდზე სანაპირო დაცვის ვეტრმფრენით მედიკოსები დაეშვნენ და მათ სისხლის ანალიზებიც აუღეს.

ეკიპაჟის წევრები ამბობენ, რომ ყველა მგზავრი გაფრთხილებულია და მათი დაავადების რისკი ფაქტობრივად არ არსებობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია