რატომ ცემეს სტიქაროსნებმა 14 წლის ბიჭს? - სკოლაში მომხდარი კიდევ ერთი საგანგაშო შემთხვევა

რატომ ცემეს სტიქაროსნებმა 14 წლის ბიჭს? - სკოლაში მომხდარი კიდევ ერთი საგანგაშო შემთხვევა

ბოლო დროს მეტისმეტად გააგრესიულებულ საზოგადოებას ბავშვებიც შეემატნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ქრისტიანულ ქვეყანაში, სადაც შემწყნარებლობა და ტოლერანტობა ყოველთვის სამაგალითოდ მიიჩნეოდა, ამის საწინააღმდეგო ფაქტებმაც იმატა. უფროსებშიც და როგორც აღმოჩნდა, მოზარდებშიც.

ამ სტატუსს, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. თანატოლებმა ბიჭი მხოლოდ თავისუფალი აზრის გამოთქმის გამო სცემეს, თანაც, რელიგიური და მართლმადიდებული მოტივებით. ქრისტიანობა ყველაზე კაცთმოყვარე რელიგიად მიიჩნევა და რატომღაც ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ, ის მოძალადე რელიგიად აქციონ... სრულად გთავაზობთ პოსტს, რომელიც ერთმა სტუდენტმა ბიჭმა, დათო ა.-მ (მის გვარს შეგნებულად არ ვწერთ, რომ მის უმცროს ძმას კიდევ მეტი პრობლემა არ შეექმნას) განათავსა თავის პირად გვერდზე - უმცროსი ძმის ბედით შეწუხებულმა. ალბათ საჭიროა, ამგვარ ფაქტებს, მოზარდებში გავრცელებულ ძალადობას და აგრესიას ადრიდანვე ყურადღება მიექცეს მშობლების, მასწავლებლების, ფსიქოლოგების და სამართალდამცველების მხრიდან, რომ შემდეგ ის საყოველთაო ძალადობა და მკვლელობები არ მივიღოთ, რამაც დღეს საგანგაშოდ იმატა.

"გუშინწინ მოდის გიორგი (ჩემი 13 წლის ძმა) ჩემთან რაღაცის მოსაყოლად, მე ლეპტოპს ვუზივარ და ცალი ყურით ვუსმენსავით. რაღაცები ილაპარაკა და ბოლოს თქვა, გუშინ 5-მა ტიპმა მცემაო. მოვაყოლე დაწვრილებით და მეუბნება ეგეთ რამეს (ვაკეთებ პერიფრაზირებას):

"ქართულის თუ ხელოვნების მასწავლებელმა წმინდანებზე მოიყვანა რაღაც მაგალითები და აქო და ადიდა შუშანიკის ქმედებები. გვითხრა, რომ შუშანიკის თავგანწირვა თქვენთვის დიდი მაგალითი უნდა იყოსო. ჰოდა მეც ავდექი და ვუთხარი, რომ შუშანიკი ჩემთვის მისაბაძი მაგალითი არ იქნება, რადგან თავის გაწირვა რელიგიის გამო ფანატიზმია.

ამაზე მასწავლებელი აღშფოთდა, მაგრამ ყველაფერი მალევე ჩაწყნარდა ზარის დარეკვით.

დასვენებაზე ერთი ახალგადმოსული კლასელი მოდის ჩემთან და მეკითხება: "შენ ბიჭო ათეისტი ხარ?"-ო. გავიღიმე, არ ვუპასუხე და ბუფეტისკენ წავედი. თვითონაც ჩაიცინა და გვერდზე გავიდა.

ვბრუნდები კლასში ბუფეტიდან, ვჯდები და ვისმენ შემდეგ გაკვეთილს. ირეკება ზარი და გავდივარ გარეთ. რამდენიმე წუთში ჩემს ირგვლივ, კლასთან, იკრიბებიან ჩემი პარალელური კლასელი ბიჭები (მე-8 კლასელები), ჩემთვის უცნობი მე-9 კლასელები და რამდენიმე მე-10 კლასელიც.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია