დღეიდან საქართველოში გამოიდარებს - ამინდის ვრცელი პროგნოზი

დღეიდან საქართველოში გამოიდარებს - ამინდის ვრცელი პროგნოზი

დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს, ნალექი მთელ საქართველოში შეწყდება.

"ერთი კვირის განმავლობაში თბილ ამინდებს ველოდებით, ტემპერატურა როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსი იქნება", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სვეტლანა ნიორაძემ.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ძლიერი ქარი და წვიმა იყო. ძლიერი წვიმის შედეგად აჭარაში მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თბილისიდან აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით, რომლებიც ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებთან ერთად სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია