თაღლითური სამშენებლო კომპანიები თბილისში, რომლებმაც ასობით ადამიანი აზარალეს

თაღლითური სამშენებლო კომპანიები თბილისში, რომლებმაც ასობით ადამიანი აზარალეს

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ძალოვანი სტრუქტურების მიერ სამშენებლო კომპანიების დირექტორების დაკავების ფაქტი, შესაძლოა, გახშირდეს. ბოლო პერიოდში სამშენებლო კომპანიების რამდენიმე ხელმძღვანელია დაჭერილი. სავარაუდოდ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა ყველა ის პირი, რომელთაც მობინადრეებისგან თაღლითურად ათასობით ლარი აქვთ მითვისებული. მართალია, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შსს-ს წარმომადგენლებს ღიად არ განუცხადებიათ, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ლოგიკურად ასეთ დასკვნამდე მივყავართ.

სულ ახლახან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბინათმშენებლობის ამხანაგობა "ოლიმპიური ვარსკვლავის თავმჯდომარე და შპს "ოლიმპიური ვარსკვლავის" დირექტორი ზაზა რაზიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას ბრალად "ოლიმპიური ვარსკვლავის" წევრების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება ედება.

სამიოდე თვის წინათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამშენებლო კომპანია "იბერია სითის" დირექტორი გიორგი გოგიბერიძე დააკავეს. ერთი თვის წინ ბრალდებაში მიეცა ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორი ზურაბ დანელია. ძალოვან სტრუქტურებთან პრობლემა აქვს "ცენტრ-პოინტს", რომლის საქმე ჯერაც გამოძიების პროცესშია.

დიდი ალბათობით, მათ ბედს კიდევ რამდენიმე სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელი გაიზიარებს. გენპროკურატურაში სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულების უამრავი განცხადებაა შესული, რაზეც გამოძიება უკვე აქტიურად მიმდინარეობს. კომპანიების დასახელებისგან პროკურატურაში თავს იკავებენ. ჯერჯერობით, სანამ პროცესი არ დასრულდება, გამოძიების დეტალები არც "ცენტრ-პოინტის" საქმესთან დაკავშირებით გახმაურდება.

რა შედეგი მოჰყვება დაკავებას, მომავალში გაირკვევა. სპეციალისტები ამ პროცესს სამშენებლო სფეროში მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთ შესაძლებლობად მიიჩნევენ.

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ფიქრობს, რომ გამოძიების მიმდინარეობა და სკანდალური სქემის გახმაურება სამშენებლო ბიზნესში არსებულ სიტუაციას უფრო მოაწესრიგებს.

"ადრე კომპანიები თუ ჰაერს ყიდდნენ, დღეს შეეცდებიან, თავიანთი საქმიანობა უფრო პროგნოზირებადი გახადონ და ჰაერის ნაცვლად, რეალური ფართი გაყიდონ. ჩემი აზრით, "ცენტრ პოინტის" სკანდალი ამ ბიზნესში არსებულ სიტუაციას უფრო მოაწესრიგებს, ვიდრე უარყოფით გავლენას მოახდენს",-ამბობს ვარდოსანიძე.

სამშენებლო კომპანიების დირექტორების მხილებამ და მათ პასუხისგებაში მიცემამ დაზარალებულებში გაურკვევლობა გამოიწვია. "ოლიმპიური ვარსკვლავის" მობინადრე ნათელა მაჭარაშვილს აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ობიექტურ დასკვნას გამოიტანს და თაღლითური სქემა გაიშიფრება, თუმცა ამით რას მიიღებენ დაზარალებულები და რა ბედი ეწევა მშენებარე ობიექტს, ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია