ლოთობისთვის თავის დანებების პლუსები

ლოთობისთვის თავის დანებების პლუსები

თქვენი ჯანმრთელობა და განწყობა უმჯობესდება

შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ ისედაც ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ არაფერთან არ შეგიძლიათ შედარება. თქვენ უკვე დაგავიწყდათ, რამდენად კარგად გრძნობდით თავს ალკოჰოლურ პრობლემებამდე.

გახდებით ენერგიული და აქტიური, გონება ფხიზელი და სუფთა გახდება.

თქვენი ეფექტურობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. შეძლებთ ახალი სიმაღლეების დაპყრობას ყველაზე განსხვავებულ სფეროებში, რომელთა შესახებ მხოლოდ ოცნება შეგეძლოთ.

აღარანაირი ნაბახუსევი და თრობისგან გამოწვეული არასასიამოვნო ეფექტები.

სმისას ფუჭად დახარჯული დრო შეგიძლიათ დაივიწყოთ. ამასთან, აღარ შეგრცხვებათ მეორე დღეს მონაყოლი სიმთვრალისას ჩადენილი უხამსობების გამო, რომელიც არც გახსოვდათ.

თქვენი შვილები რისკის ზონიდან გამოვლენ და მათ წინ სამაგალითო მამა ეყოლებათ.

სტატისტიკის მიხედვით, მსმელი მშობლების შვილები ალკოჰოლის მიღებას გარდატეხის ასაკიდან იწყებენ. ალკოჰოლზე უარის თქმით, თქვენი შვილების მომავალზე იზრუნებთ.

ახლობლებთან კონტაქტი გაცილებით უკეთესი გახდება, კონფლიქტები გაქრება.

განქორწინებების თითქმის ნახევარი ალკოჰოლის მიღების და მისი შედეგების გამო ხდება. სმისთვის თავის დანებება ოჯახური დრამის რისკს საგრძნობლად შეამცირებს.

მოგვარდება სექსუალური და პირადი ცხოვრება.

აღარ გექნებათ საწოლში პრობლემები, რომელსაც ალკოჰოლი იწვევდა. ისევ შეგეძლებათ სექსისგან სიამოვნების მიღება და სრულფასოვანი ურთიერთობა.

საჭესთან დაჯდომა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ.

სიმთვრალისას გიწევთ ტაქსის გამოძახება ან საკუთარი შიშის და რისკის ხარჯზე საჭესთან დაჯდომა. ამის გაკეთება აღარ დაგჭირდებათ.

გათავისუფლდებით დამოკიდებულებისგან.

ალკოჰოლი აღარ გაანადგურებს თქვენს ცხოვრებას, აღარ დაემუქრება თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობას. შეგეძლებათ თავისუფლად ტკბობა უალკოჰოლო ცხოვრებით.

მომზადებულია brositpitlegko.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია