ქიზიყელი ქალი, რომელმაც ქმრის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი თავი და 3 შვილი გაწირა

ქიზიყელი ქალი, რომელმაც ქმრის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი თავი და 3 შვილი გაწირა

როდესაც აწ გარდაცვლილი ქიზიყელი მეღვინის, ნუღლას, იმავე ზურა ბაკაშვილის ოჯახში ინტერვიუზე მივდიოდი, ჩანაფიქრი ასეთი მქონდა: თითქმის ლეგენდად ქცეული ადამიანის ხიფათით აღსავსე, საინტერესო ცხოვრებაზე უნდა დამეწერა. თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ მისი მეუღლის, მარიამ (მავრა) ყორღანაშვილის შესახებ უფრო მეტს მოგიყვებით.

ეს არის ქალი, რომელმაც ქმრის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი თავი და 3 შვილი გაწირა. ბევრ ქალს გაუჭირდებოდა იმის ატანა, რაც ქალბატონმა მავრამ შეძლო: ციხე, ყაჩაღებისა და "მხედრიონელთა" თავდასხმები, გატაცებული ქმრის დასაბრუნებლად ბრძოლა, ინტრიგები, ღალატი... ის ბრძოლას არც ახლა წყვეტს და უკვე 14 წელია, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან სასამართლო დავა აქვს, წართმეული ქონების დასაბრუნებლად.

ამ "მძაფრსიუჟეტიანი" ცხოვრების მთავარი მოქმედი "გმირი" გახლავთ ფული, რომელიც ოჯახს არასოდეს აკლდა. სწორედ ფული და სიმდიდრე იყო იმ ადამიანთა სამიზნე, ვინც ბაკაშვილების ოჯახის ბედს აბრუნებდა და ხიფათით სავსეს ხდიდა. - ღირდა კი ეს ყველაფერი იმ სიმდიდრისა და ფუფუნების სანაცვლოდ? - ეს გახლდათ ჩემი ბოლო კითხვა, რომელიც ქალბატონ მავრას 6-საათიანი ინტერვიუს ბოლოს დავუსვი. მოთმინებით აღიჭურვეთ და მათი ცხოვრების დაწვრილებით გაცნობის შემდეგ ამ კითხვაზე თავადვე გასცემთ პასუხს.

- ქალბატონო მავრა, რას ნიშნავს თქვენი მეუღლის მეტსახელი - "ნუღლა"?

- ზურას ბავშვობაში ქუჩა-ქუჩა ურმით დაჰქონდათ კანფეტები, ათასგვარი ნუგბარი, ქსოვილები, წვრილმანი. რაღაც დაშაქრული ნუში ყოფილა, რომელსაც ნუღლი ერქვა. ზურას ძალიან ჰყვარებია ეს კანფეტი და როცა დაინახავდა ურმით მოსულ მოვაჭრეს, გარეთ გაიქცეოდა და - ნუღლი, ნუღლიო! - გაიძახოდა. ჰოდა, მეზობლის ქალს შეურქმევია მისთვის ეს მეტსახელი და სიცოცხლის ბოლომდე შერჩა. მის მშობლებს ზურა გვიან შესძენიათ, ამიტომ ასაკოვანი მშობლები ჰყავდა. მამამისი კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვა არ იცოდა. ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ განათლება არ ჰქონდა. ხელის მოწერაც კი არ შეეძლო და საბუთებზე ჯვარს სვამდა. მე რომ მათი რძალი გავხდი, ვკითხე, - ასე ბრმად როგორ აწერდი ხელს დოკუმენტებზე, იქნებ გატყუებდნენ-მეთქი? გაეცინა, - მაგას სტალინის პერიოდში ვინ გაბედავდაო?! ვინაიდან მატერიალურად უჭირდათ, ზურას პატარა ასაკიდანვე უწევდა შრომა.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია