ბაღიდან "მოტანილი" დაავადებები - როგორ დავაძლევინოთ პატარას ადაპტაციის რთული პერიოდი

ბაღიდან "მოტანილი" დაავადებები - როგორ დავაძლევინოთ პატარას ადაპტაციის რთული პერიოდი

როცა ბავშვი ბაღში დადის, ოჯახში თითქოს ყველა შეგუებულია იმ აზრს, რომ იქიდან ვირუსებსა და ინფექციებს ხშირად "მოიტანს". ნუთუ ამის თავიდან აცილება შეუძლებელია?

ბაღში მიყვანიდან პირველ წელს ბავშვის ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება - ეგუება ახალ წესებს, დედსთან დიდი ხნით განშორება უწევს, ეჩვევა ახალ რეჟიმს, უცხო ადამიანებს. ეს ყველაფერი მისთვის სტრესის მომტანია. სტრესი კი, როგორც ცნობილია, ორგანიზმის დამცავ სისტემას ასუსტებს. ამდენ სიახლეს ახალი ვირუსებითა და ბაქტერიებით გაჯერებული გარემოც ემატება. დამეთანხმებით, ასეთ "შეტევას" ყველაზე ძლიერი ორგანიზმიც ვერ გაუძლებს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ფიზიკურად ძლიერი ბავშვი ამ ყველაფერს უბრალო სურდოთი გადაიტანს, შედარებით სუსტი ორგანიზმის მქონე პატარა კი - მათალი ტემპერატურით.

ამაში უჩვეულო არაფერია. ორგანიზმი აქამდე ამ რაოდენობის ვირუსების გარემოცვაში არ მოხვედრილა. შესაბამისად, ორგანიზმის ამოცანა არც ყოფილა მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება ახლა იწყება, თუმცა ცუდი ის არის, რომ თითოეულის გამომუშავება ავად გახდომის ხარჯზე ხდება.

რატომ გვეუბნებიან ექიმები, რომ ბავშვი ბაღში 3 წლის მერე უნდა შევიდეს?

იმიტომ, რომ ამ ასაკში ორგანიზმის იმუნურ სისტემას უკვე შეუძლია, გარედან შემოჭრილ ინფექციებს წინააღმდეგობა გაუწიოს. საერთოდ, ხალხმრავლობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 3 წლამდე ბავშვის ტარება სასურველი არ არის. ასეთი გამოცდილება ჯობია უფრო გვიან მიიღოს.

ანუ, საბავშვო ბაღში ბავშვის იმუნური სისტემა უცხო ინფექციებს ეჯახება. ყველა ბავშვი ავად არ გახდება, ისინი შესაძლოა, მხოლოდ ინფექციის მატარებლები იყვნენ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია