აგრესია ბავშვებში - "თუ სხვა არ დაამცირა, თავს სრულფასოვნად ვერ გრძნობს"

აგრესია ბავშვებში - "თუ სხვა არ დაამცირა, თავს სრულფასოვნად ვერ გრძნობს"

ბავშვების დიდ კოლექტივში, როგორც წესი, კონფლიქტები და ურთიერთობების გარკვევა ხშირი მოვლენაა. ყოველთვის არის ტენდენცია, გამოიკვეთოს ლიდერი ან პირიქით, დაჩაგრული. ამ დროს ჯგუფში (სკოლა იქნება ეს თუ უბრალოდ უბნის სამეზობლო) ირჩევენ ხოლმე ე.წ. განტევების ვაცს, რომელზეც თავიანთ აგრესიას "ხარჯავენ" ან მის გვერდით, უბრალოდ უკეთესი ჰგონიათ საკუთარი თავი. ასეთი ტენდენცია პირველ რიგში ადასტურებს, რომ მოზარდი სრულფასოვნად და ღირსეულად ვერ გრძნობს თავს, თუ სხვა არ დაამცირა. მხოლოდ დაჩაგრულის გვერდით გრძნობს თავს უპირატეს მდგომარეობაში.

ბავშვს (უფროსსაც), რომელსაც რეალური წარმატებები და მიღწევები აქვს ცხოვრებაში, არ სჭირდება სხვისი დამცირება. ის ისედაც კარგად გრძნობს თავს. ეს მთავარი რეცეპტია იმ მშობლებისთვის, ვინც დაინტერესებულია, რომ ბავშვი არა მარტო სხვების აგრესიისგან დაიცვას, არამედ თავად არ გაიზარდოს აგრესორი.

არ შეადაროთ შვილი თანატოლებს. ამით შეიძლება შური გამოიწვიოთ და გაუჩინოთ ლტოლვა, სწრაფად დაამტკიცოს თავისი უპირატესობა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია