ჟურნალისტი ფსიქიატრიულში თეთრი ხალათით - რა მოხდა ქავთარაძის ქუჩაზე არსებულ კლინიკაში

ჟურნალისტი ფსიქიატრიულში თეთრი ხალათით - რა მოხდა ქავთარაძის ქუჩაზე არსებულ კლინიკაში

გრძელდება "კვირის პალიტრის" პროექტი "ჟურნალისტი პროფესიას იცვლის". გასულ კვირას ქავთარაძის ქუჩაზე ფსიქიატრიულ კლინიკას ვეწვიე და თეთრი ხალათი მოვირგე... კლინიკაში არსებობს დაუწერელი კანონი - არ შეიძლება სამსახურში დეკოლტეთი და გამომწვევი ტანსაცმლით სიარული, გრძელი საყურისა და ბრჭყვიალა ბროშის ტარება....

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის კლინიკის დირექტორმა, ჩემმა მასპინძელმა დავით ზურაბაშვილმა, კლინიკა შემომატარა და თანამშრომლები გამაცნო...

ფსიქიატრიულ კლინიკაში ადრეც ნამყოფი ვარ - ასათიანის ქუჩაზე. მაშინ დაზაფრული წამოვედი... ყველაფერი დანგრეული იყო, პალატებში წყალი ჩამოდიოდა... ჩემს გონებაში დღემდე ჩარჩენილია ფანჯრის გისოსებიდან გამოყოფილი პაციენტების ხელები, - სიგარეტი მომეციო, რომ მეხვეწებოდნენ. ქვეცნობიერში სწორედ ასეთად ჩამებეჭდა აქაურობა და მესიამოვნა, როცა თანამედროვე კლინიკაში მოვხვდი - ირგვლივ სისუფთავე, წესრიგი და სიმშვიდე სუფევდა...

ბატონმა დავითმა დამარიგა, რომ პაციენტებს ისევე მოვქცეოდი, როგორც კლინიკის გარეთ მყოფ ადამიანებს...

როცა ჩემ წინ კარი გაიღო, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ უცხო სამყაროში უნდა შემედგა ფეხი... იქ, სადაც შესვლა აკრძალულია... სადაც დიდი ბავშვები ცხოვრობენ... სადაც არასოდეს იცი, რას მოიმოქმედებენ "ამ სახლის" ბინადარნი... როცა ღია კარს მიღმა კეთილი ღიმილით შემხვდნენ და თვალიერება დამიწყეს, მივხვდი, სულაც არ უნდა შემშინებოდა. მეც გავუღიმე და მათკენ ნაბიჯი გაბედულად გადავდგი.

- ახალი ექიმი ხართ? - მკითხა შუახნის მამაკაცმა.

- დიახ, - ვუპასუხე და ტყუილის გამო სინდისის ქენჯნა ვიგრძენი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.

- ნება მიბოძეთ, წარმოგიდგეთ, - ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად, - დავით მეოთხე, - მითხრა და თავი გალანტურად დამიკრა - ისე, როგორც ნამდვილ მეფეს შეეფერება.

- მარი, - ვუპასუხე მეც და მარჯვენა გავუწოდე ჩამოსართმევად.

რადგან პირველმა ურთიერთობამ ასე კარგად ჩაიარა, მივხვდი, არც მერე შემექმნებოდა პრობლემა.

პალატები დერეფნის ორივე მხარეს არის ჩამწკრივებული, ყველა კარს შუაში მინა აქვს დატანებული, რომ პერსონალმა პაციენტების გაკონტროლება შეძლოს. განყოფილებაში ქალები და მამაკაცები ერთად არიან მოთავსებული. რამდენიმე პალატის კარს დაზიანება ეტყობა.

- ეს პაციენტებმა დააზიანეს, თავს ან მუშტს ურტყამენ, - მიხსნის დამხმარე პერსონალი, რომლის ფუნქციაც პერსონალის დაცვა და პაციენტებთან ბრძოლაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. აგრესიული პაციენტები მათ ფიზიკურად უსწორდებიან, ხშირად თვალჩალურჯებული დადიან...

- ბევრი პაციენტი ძალიან აგრესიულია... ახლა რუსთავის ფსიქიატრიულში წევს პაციენტი, რომელიც წონით 150 კილოგრამი იქნება და საოცარი ძალა აქვს. აზიანებდა მანქანებს, ოჯახის წევრებსაც ერჩოდა. კლინიკაში რომ მიიყვანეს, სანიტარს გაუკავებია და მამაკაცს მისთვის მუშტი ისეთი ძალით დაურტყამს, რომ რამდენიმე მეტრზე მოუსვრია. საწყალს ცხვირი აქვს გატეხილი, - მიყვება ექთანი.

- ახლა რომ არ არიან აგრესიულები?

- მკურნალობის წყალობით მშვიდდებიან. მერე ახალ პაციენტებზე იცინიან, რა დღეშია, უყურე ერთიო! თავისი მდგომარეობა დავიწყებული აქვთ...

- წამლებს მორჩილად სვამენ?

- ზოგი კი, ზოგიერთს ვდარაჯობთ, რომ ტუალეტში არ ჩაყაროს, ან თუ ენის ქვეშ აბები აქვს დამალული, არ გადმოაფურთხოს...

დერეფანში სისუფთავეა, რასაც პალატებზე ვერ ვიტყვი - პაციენტების უმეტესობა ლოგინს არ ალაგებს, ტანისამოსი მიყრილ-მოყრილი აქვთ... ამ ხნის განმავლობაში ჩვენ თვალწინ გამუდმებით ტრიალებდა ასაკოვანი ქალი, რომელსაც მაგთიფიქსის ტელეფონი მკერდზე ჰქონდა მიხუტებული. ხმას არ გვცემდა, მხოლოდ შორიდან გვზვერავდა...

ერთ-ერთ პალატაში იდეალური სისუფთავე იყო. ყველა ნივთს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. ფანჯარასთან ქალი იდგა და ეზოში იყურებოდა. ხმაურზე არც შემობრუნებულა... მხარზე ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული, თითქოს წასასვლელად ემზადებოდა... ფრთხილად მივუახლოვდი და ვკითხე:

- მიდიხართ სადმე?

- არა, ეს ჩანთა მიყვარს, სულ თან მაქვს.

- ჩანთაში რა გაქვთ?

- აუცილებელი ნივთები - სავარცხელი, პომადა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია