რას ამზადებს ბიძინა ივანიშვილი გოგა ხაინდრავასა და ნიკუშა შენგელაიასთან ერთად

რას ამზადებს ბიძინა ივანიშვილი გოგა ხაინდრავასა და ნიკუშა შენგელაიასთან ერთად

ბიძინა ივანიშვილი უკვე აქტიურად ემზადება ახალი გადაცემისთვის, რომელიც, მისი თქმით, ყოველკვირეული იქნება და ტელეკომპანია GDS-ის ეთერში წლის მიწურულს გამოჩნდება. "ამ პროექტით მე გამოვჩნდები და ვიქნები აქტიური კვირაში ერთხელ მაინც", - განაცხადა ქვეყნის ექს-პრემიერმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებთან, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილს სატელევიზიო პროექტის მომზადებაში აქტიურად ეხმარებიან მხატვარი ნიკუშა შენგელაია და რეჟისორი გოგა ხაინდრავა. როგორც ჩანს, ისინი საკუთარ ხედვას შეიტანენ გადაცემის მომზადებაში. თუმცა არსებული ვერსიით, შესაძლოა, ივანიშვილი ეთერში თანაწამყვანებთან ერთად გამოჩნდეს და არ იქნება გასაკვირი, თუ ხაინდრავას და შენგელაიას მის თანაწამყვანებად იხილავს მაყურებელი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია