"სკოლიდან რომ მოვედი, პური დამხვდა და ვაკოცე..." - 8 წლის ქართველი ბიჭუნას დღიური

"სკოლიდან რომ მოვედი, პური დამხვდა და ვაკოცე..." - 8 წლის ქართველი ბიჭუნას დღიური

1990-იანი წლები იმდენად მძიმე პერიოდია საქართველოს უახლეს ისტორიაში, ბევრს მისი გახსენებაც არ უნდა. თუმცა ეს ჩვენი ისტორიაა, წლები, რომლებიც მაინც გადავლახეთ და გავიარეთ. ბნელი სახლები, "კერასინკა", პურის რიგები, ტალონები, ორად გახლეჩილი ხალხი, დამწვარ-დაბუგული შენობები... იმ წლებმა ბევრ ჩვენგანს დაატყო თავისი კვალი, თუმცა განსაკუთრებულად მაინც იმ თაობის პატარები დაიჩაგრნენ – მათმა ბავშვობამ ყველაზე მძიმე წლებში გაიარა. არ ჰქონდათ სრულფასოვანი საკვები, სათამაშო, გასართობი... მაშინ უმრავლესობა იყო ასე, სამწუხაროდ, ბავშვების ნაწილს საქართველოში ახლაც ენატრება ნორმალური საკვები თუ ჩვეულებრივი სათამაშო...

ჩვენს ხელთ აღმოჩნდა ჩანაწერები, რომლებიც იმ მძიმე წლებში მცხოვრებ ერთ პატარა, 8 წლის ბიჭს ეკუთვნის. რასაკვირველია, მათი სიმძიმის გამო, მთლიან დღიურს არ ვაქვეყნებთ, მხოლოდ რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ. რისთვის? იმისთვის, რომ გვახსოვდეს ის წლები, იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რას გრძნობს პატარა, რომელსაც პური ენატრება, და იმისთვის, რომ ჩვენ, უფროსებმა, ყველაფერი გავაკეთოთ, ჩვენს შვილებს არასდროს დასჭირდეთ ასეთი ჩანაწერების გაკეთება.

"17 მარტი, ოთხშაბათი, 8-ის 20 წუთი

კვლავ შიმშილი, ცარიელი სუპი. ასჯერ მოსმენილ მუსიკას ვუსმენ, რომ არ ვიფიქრო საჭმელზე. გაკვეთილები ჯერ არ მისწავლია. ველოდები, იქნებ რამე შეიცვალოს.

9-ის ნახევარი.

სუპი ძალით შევჭამე. ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ახლა ისევ უპურო, უშაქრო, ანუ ცარიელ ჩაის ველოდები (შეიძლება მურაბა დარჩა და ის გაურიოს დედამ). ორი კოვზი თაფლიც შემხვდა...

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია