"პოლიციელმა მსხვერპლს ფლირტი დაუწყო" - პოლიცია და ძალადობის მსხვერპლი ქალები

"პოლიციელმა მსხვერპლს ფლირტი დაუწყო" - პოლიცია და ძალადობის მსხვერპლი ქალები

როგორ შეიძლება ოჯახური ძალადობის მოგვარება და რა გამოსავალი არსებობს მსგავსი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად, ამის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობოების წარმომადგენლებს მივმართე.

მაკა ფერაძე, შსს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსია. პარალელურად, სამინისტროში შექმნილი ოჯახში ძალადობის პრევენციის კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელობს.

მაკა ფერაძე:

- როცა კომისია შეიქმნა, მაშინ 13 ქალის მკვლელობა იყო მომხდარი. შევისწავლეთ თითოეული საქმე, - შეეძლო თუ არა ამის პრევენცია პოლიციას. ამის პარალელურად, სამოქალაქო სექტორსაც შევხვდით, მოვისმინეთ მათი რეკომენდაციები. გაირკვა, რომ 13 ქალიდან მხოლოდ ორმა მიმართა პოლიციას. სხვა ფაქტებზე მეზობლებმა, ნათესავებმა იცოდნენ, მაგრამ ხმას არავინ იღებდა. აქ მენტალიტეტთანაც გვაქვს პრობლემა, მაგრამ ვერ ვიტყვი, იმათაც რომ მოემართათ, ეს ავბედითი შემთხვევები არ მოხდებოდა. ყველა საქმე ინდივიდუალურად არის განსახილველი.

ძალადობის ეროვნულ ქსელში კი სხვაგვარად ფიქრობენ და მომხდარში სამართალდამცავებს ადანაშაულებენ.

იურისტი მანანა ფურცხვანიძე, მომხდარს პოლიციის მოუქნელი მუშაობით ხსნის.

მანანა ფურცხვანიძე:

- პოლიციას რა ბერკეტებიც აქვს, იმასაც არ იყენებს, ეს არის უბედურება. შემაკავებელი ორდერის გაცემა პირველ რიგში უნდა ხდებოდეს და არა - მოძალადის გაფრთხილება. პოლიციელებს მაგიდებზე დასტობით უდევთ გაფრთხილებები, მაგრამ - რა? ბოლო დროს ბევრი ქალი მოგვმართავს. თვეში დაახლოებით 50 ადამიანს ვხვდები. ვგულისხმობ იმათ, ვინც პირველად მოდის. ახლა გვყავს ქალი, 9 წელი იცხოვრა მეუღლესთან, ჰყავთ 8 წლის შვილი და განქორწინდნენ. ქალი ქმრის მშობლების სახლში ცხოვრობდა. ცოლ-ქმრის გაუთავებელი კონფლიქტის შემდეგ მამაკაცის მშობლები ჩამოვიდნენ საზღვარგარეთიდან და შვილის მხარე დაიჭირეს.

იხილეთ სტატია სრუალად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია