"ეს იყო შოკისმომგვრელი, ჯერ არსად მითქვამს..." - აღელვებული მაია ასათიანის მიმართვა ქალებს

"ეს იყო შოკისმომგვრელი, ჯერ არსად მითქვამს..." - აღელვებული მაია ასათიანის მიმართვა ქალებს

გრძელდება გამოხმაურება ცნობილი ადამიანების მხრიდან ბოლო დღეების ტრაგედიებზე. ამჯერად მამაკაცების მხრიდან ქალებზე ძალადობასთან დაკავშირებით "პროფილის" ავტორმა და წამყვანმა, მაია ასათიანმა ისაუბრა. მაია ასათიანი ვერ მალავდა აღელვებას, როდესაც ყვებოდა, თუ რა მძიმე იყო მისთვის, როდესაც აღმოაჩინა, თუ რამდენად არატოლერანტულები არიან ქალები ქალებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.

ტელეწამყვანი ამბობს, რომ "ჩვენ არ ვართ საზოგადოება, ჩვენ ჯერ ვართ ხალხი". მაია ასათიანის თქმით, პრობლემაა ტრადიციებში, მსოფლმხედველობაში და მიიჩნევს, რომ ჩვენ ძალადობრივი საზოგადოება ვართ.

"პროფილის სეზონი გავხსენით ამ თემით, და ეს ამბავი ჯერ არსად მითქვამს... გადაცემის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო ერთ-ერთ ქალაქში, სკვერში მოკლული 19 წლის გოგონას დედა, და როდესაც ვამზადებდით სიუჟეტს, ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი, რომ აღმოვაჩინე, თუ როგორ გაგვიჭირდა რესპოდენტების პოვნა, რომლებიც დააფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას.

რესპოდენტების უმეტესობა ამართლებდა მკვლელს და ამბობდა, რომ 19 წლის გოგონა ღირსი იყო, რომ ის მოკლეს, და უმრავლესობა, ვინც ამას ამბობდა, იყვნენ ქალები... ამიტომ, მე ვთვლი, რომ ჩვენ არ ვართ საზოგადოება, ჩვენ ვართ ხალხი.

იმიტომ რომ ქალები, რომლებიც იყვნენ მსხვერპლები, დღეს გახდნენ მოძალადეების დედები და საკუთარ ოჯახებში გაზარდეს მკვლელები... მგონი, მიზეზი არის ჩვენს ტრადიციებში, მსოფლმხედველობაში და იმაში, რომ ჩვენ ძალადობრივი საზოგადოება ვართ", - ამბობს მაია ასათიანი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია