"ვანანებ ყველას, ვინც მთავაზობდა გაქრისტიანებას ბინის და ფულის სანაცვლოდ" - ბათუმელი რადიკალი აჭარას ჯიჰადით ემუქრება

"ვანანებ ყველას, ვინც მთავაზობდა გაქრისტიანებას ბინის და ფულის სანაცვლოდ" - ბათუმელი რადიკალი აჭარას ჯიჰადით ემუქრება

ბათუმელი რადიკალი მუსლიმის, თამაზ ჭაღალიძის განცხადებებმა და მოთხოვნებმა სოციალურ ქსელში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. 26 წლის ეკონომისტი, რომელიც ცდილობდა აჭარელი ეკომიგრანტების და მუსლიმების უფლებები დაეცვა, დღეს უკვე სირიაშია ISIS-ის დროშის ქვეშ იბრძვის და შაჰიდობას აპირებს. ჩვენ თამაზ ჭაღალიძეს "ფეისბუქის" საშუალებით დავუკავშირდით.

თამაზ ჭაღალიძე:

- 5 წელი აქტიურად ვიბრძოდი მშვიდობიანი გზებით მუსლიმთა განვითარებაზე, მაგრამ როგორც ხედავთ, ამის გამო სამშობლოს დატოვება მომიხდა. რომ მოესმინათ, უკეთესი იქნებოდა. ახლა გლობალურად შეცვლილია ყველაფერი და ჩვენს წინაშე პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ვერ გადარჩებიან.

- რომელი პროცესებია უმართავი? ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას?

- საპატრიარქოს და პოლიტიკოსებს. ამაზე პასუხს აგებენ. სამოქალაქო სისხლის ღვრა რომ დაიწყება, ამაზე 5 წელია ვაფრთხილებ ყველას.

- სახელმწიფო ვერ შეძლებს სიტუაციის დარეგულირებას?

- სახელმწიფო ჩემთვის მოკვდა. როცა სპეცსამსახურები მემუქრებოდნენ, მაშინ ყველა ინსტანცია ამბობდა, რომ ქვეყნიდან გასაგდები ვიყავი, რადგან მე, მუსლიმთა და ემიგრანტი აჭარლების პრობლემებს რეალური სახით ვახმაურებდი.

დღეს პირველი და მთავარია, რომ აჭარელი მუსლიმების გაერთიანებას უნდა შეეშვან და ბათუმის ცენტრში მეჩეთი უნდა აშენდეს. დახურული მეჩეთები და პანსიონები უნდა გაიხსნას. პოლიცია არ ნიშნავდეს იმამებს, ასევე ფუნდამენტური ისლამის მიმდევრებს თავი დაანებონ. საზოგადოებრივ არხზე ყურანის გაკვეთილები დაუშვან აჭარაში.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

"პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ კლინიკური ნიშანი... ასეთები ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან"

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან, ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში" - რას წერდა "კვირის პალიტრა" წლების წინ საზღვრის დადგენის პროცესზე?