როგორ იზრდებიან დამოუკიდებელი ბავშვები - ასაკობრივი რჩევები მშობლებს

როგორ იზრდებიან დამოუკიდებელი ბავშვები - ასაკობრივი რჩევები მშობლებს

გარდატეხის ასაკის პრობლემებზე ყველას კარგად მოეხსენება. ფსიქოლოგები ადამიანის ცხოვრებაში 8 კრიზისულ ასაკს გამოყოფენ. მათგან 3 ადამიანს ბავშვობასა და მოზარდობაში უწევს.

ფესვების გამაგრება

ასე უწოდებენ კრიზისულ პერიოდს, რომელიც 3-დან 7 წლამდე გრძელდება. ამ დროს ყალიბდება სამყაროსადმი გლობალური დამოკიდებულება: ის ან მტრულია, ან მეგობრული, გააჩნია, როგორ გრძნობს ბავშვი ოჯახში თავს, სიყვარულითაა გარემოცული თუ "გადარჩენისთვის" იბრძვის. ბუნებრივია, იგულისხმება არა ფიზიკური (იშვიათი შემთხვევების გარდა), არამედ ფსიქოლოგიური გადარჩენა. ანუ რამდენად მყუდროდ და მშვიდად გრძნობს ოჯახში თავს.

ეს უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან ადამიანის თვითშეფასება და საკუთარ თავთან დამოკიდებულება სწორედ ამ სიმშვიდის განცდაზეა დამოკიდებული. თუ ბავშვს აქვს შეგრძნება, რომ კეთილ სამყაროში ცხოვრობს, მისი ემოციური განვითარება სრულფასოვნად გაგრძელდება. გაუჩნდება უკეთესობისკენ სწრაფვის უნარი, საკუთარი ძალების რწმენა... ხოლო თუ სამყაროს მიმართ უნდობლობა ექნება, მომავალში მუდმივი ეჭვების, უინიციატივობის და აპათიურობისთვისაა განწირული.

ვინ ვარ მე

10-დან 16 წლამდე კრიზისი ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლის გარდამავალი წლებია. ამ დროს საკუთარი ძალები სხვა ადამიანების შესაძლებლობების ფონზე განიხილება. მოზარდის გონებაში მუდმივი შედარებები მიმდინარეობს: "სხვაზე უკეთესი ვარ თუ უარესი", "ვინმე რამით მჯობია?" "რას ამბობენ ჩემზე?". მოზარდის მთავარი ამოცანაა, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი გაიგოს - რა შეუძლია, სადამდე მივა, ვისზე წინ წავა და ვის ჩამორჩება.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია