"ბერძნები სახლებიდან გვყრიან" - ცოდვის ტრიალი წალკაში

"ბერძნები სახლებიდან გვყრიან" - ცოდვის ტრიალი წალკაში

წალკის რაიონში აჭარიდან ჩასახლებული ათასობით ოჯახი, შესაძლოა, ღია ცის ქვეშ დარჩეს... 90-იან წლებში, სტიქიური უბედურების ზონებიდან ჩამოსახლებული აჭარელი ეკომიგრანტები წალკის რაიონის სოფლებში, ბერძნების მიტოვებულ სახლებში შესახლდნენ. წალკის რაიონში 30 ბერძნული, 13 სომხური და ერთი ქართული სოფელია. აქ ეკომიგრანტების 2342 ოჯახი ცხოვრობს. საბერძნეთის ფინანსური კრიზისის გამო, უკვე მეორე წელია, ბერძნები საქართველოში ბრუნდებიან, ქართველი ეკომიგრანტები კი წალკის რაიონს იძულებით ტოვებენ.

წალკის რაიონში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ მიტოვებული და დანგრეული სახლები. რამდენიმე სოფელი ისე გავიარეთ, ქუჩაში ადამიანი არ შეგვხვედრია. ერთმა იქაურმა მითხრა, რომ არა ეკომიგრანტები, დღეს წალკის რაიონი ერთი დიდი ნასახლარი იქნებოდაო.

რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც ბერძნები წავიდნენ, აქ აჭარლები და სვანები დასახლდნენ. მათ, ფაქტობრივად, ეს მხარე გაუდაბურებას გადაარჩინეს, თუმცა დღემდე მძიმე პირობებში ცხოვრობენ. სოფლებში არ არის საბავშვო ბაღები, ამბულატორია, მოსახლეობას არ აქვს ბუნებრივი აირი, ამას ემატება მკაცრი ზამთარიც... მაგრამ ახლა წალკაში ჩასახლებულ რამდენიმე ათას ეკომიგრანტს ყველაზე მეტად უსახლკაროდ დარჩენა აშინებს.

პირველად სოფელ გუმბათში ჩავედით. 67 წლის ენვერ ბერიძე ოზურგეთიდან წალკის რაიონში 2002 წელს შვიდსულიან ოჯახთან ერთად ჩამოასახლეს.

ენვერ ბერიძე, ეკომიგრანტი: - ოზურგეთში ჩაის მეურნეობაში მძღოლად ვმუშაობდი და ოჯახს ვარჩენდი. მერე გაიყიდა ის ადგილები, დავრჩით უსამსახუროდ და აქ ჩამოვსახლდით. აქ რომ ჩამოვედით, ბერძნები უკვე წასული იყვნენ და აქაურობას სომხები ეპატრონებოდნენ. ჩვენს ჩამოსვლას ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ. პროვოკაციებს გვიწყობდნენ, სააკაშვილი რომ გახდა პრეზიდენტი, სოფლებში ჯარი დააყენა და ცოტა ამოვისუნთქეთ. დაგვირიგეს თითო ჰექტარი მიწის ნაკვეთი, მაგრამ იმდენად დაჭაობებული იყო, ვერც კარტოფილი მოვიყვანეთ და ვერც ბალახი გამოვიყენეთ. გავიჩინეთ საქონელი და დავიწყეთ ცხოვრება. რამდენიმე თვის წინ იმ სახლის პატრონი ჩამოვიდა საბერძნეთიდან, რომელშიც შევსახლდი და ახლა დროებით ერთ სახლში ვცხოვრობთ. თუმცა ამის პატრონმა 15 ათას ევროდ მინდა ამ სახლის გაყიდვაო. იცის, რომ ამდენის გადამხდელი არც მე ვარ და არც სხვა. ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ... თითქმის ყოველდღე ატოვებინებენ ქართველებს სოფელს. ერთი წელი არ გასულა, რაც ბერძნებმა დაიწყეს ჩამოსვლა და უკვე 150-მდე ოჯახი გამოყარეს სახლებიდან. ჩვენ, ეკომიგრანტებმა, შევინარჩუნეთ ეს სოფელი, თორემ ყველა სახლი დანგრეული იქნებოდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ სიუჟეტი PalitraTV.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია