ჯარიმები - დაუსრულებელი საცობების წამალი?!

ჯარიმები - დაუსრულებელი საცობების წამალი?!

ამდენიმე დღის წინ, საღამოს, სამსახურიდან გამოსული ერთი საათი ჯერ სამარშრუტო ტაქსის ველოდე, მერე კი გადაჭედილ "135"-ში როგორღაც ავედი და ცალ ფეხზე მდგარმა კიდევ ერთი საათი საცობში გავატარე. პეკინიდან მარჯანიშვილის მოედნამდე ზუსტად 45 წუთი მივდიოდით. ყველა "სიკეთეს" უჰაერობაც ემატებოდა. ყველაზე მეტად ბავშვებიანი ქალი შემეცოდა, რომელიც შეწუხებულ და ატირებულ პატარებს ვერაფრით აწყნარებდა. "მარშრუტკის" 60 წლამდე იმერელი მძღოლი კი, შევარდნაძისა და სააკაშვილის პერიოდში მართვის მოწმობის გამცემ ორგანოს თანამშრომლებს ცოცხალ-მკვდარს უგინებდა. ლაძღვა-გინებას მგზავრებიც აჰყვნენ და ქოქოლამიყრილი ამჟამინდელი მთავრობისა და მიწაში ჩადებული შევარდნაძე-სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ ქართველ მძღოლებსაც მიადგნენ, განსაკუთრებით - ქალბატონებს...

ერთი სიტყვით, ქალაქის ქუჩებში უკვე ტრადიციად ქცეულ საცობებს დასასრული არ უჩანს... თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გასულ წელს საქართველოში 900 000-ზე მეტი ავტომობილი იყო რეგისტრირებული, წელს ეს რიცხვი უფრო გაიზარდა და მომავალ წელს კიდევ გაიზრდება, ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა იქნება ხვალ?..

შალვა ბუაჩიძე, ჟურნალ "ავტობილდის" მთავარი რედაქტორი: "კარგი იქნება, თუ ამ პრობლემის მოგვარებას ყველა მძღოლი საკუთარი თავიდან დაიწყებს. დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანი ძალიან ბევრჯერ ვარღვევთ მოძრაობის წესებს. მაგალითად, როცა ვხედავთ, რომ შუქნიშანზე წითელი ფერის ანთებამდე სამი წამია დარჩენილი, მაინც ვკვეთთ გზაჯვარედინს.

კარგად ვიცით, რომ ამან შესაძლოა საცობი გამოიწვიოს, მაგრამ მაინც გავდივართ... ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პატრული ადრე უფრო არეგულირებდა მოძრაობის წესებს, ვიდრე ახლა და საცობის განტვირთვაზეც ნაკლებად ზრუნავს.

ბევრჯერ მინახავს ავტობუსის გაჩერებაზე ჩამწკრივებული ავტომობილებიც. თუმცა, ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც ავტობუსის გაჩერებაზე ავტომობილები არ დგას, ხშირად ავტობუსის მძღოლი მაინც მეორე ზოლში აჩერებს... იგივე პრობლემაა სამარშრუტო ტაქსების შემთხვევაშიც - ისინიც პირდაპირ შუა გზაზე უჩერებენ მგზავრებს.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად, აუცილებელია მოძრაობის წესების დამრღვევის დაჯარიმება. წლების წინ უსაფრთხოების ღვედს არავინ იკეთებდა, სანამ არ დააწესეს ჯარიმა.

რომში, მილანსა და ბევრ ევროპულ ქალაქში, სადაც ვიწრო ქუჩებია, საერთოდ ვერ ნახავთ დიდ ავტომობილს, იგივე "ლენდკრუიზერსა" და "პრადოს", რომელიც ორი ავტომობილის ადგილს იკავებს.

- ხშირად საცობის გამომწვევი მიზეზი პარკინგიც არის...

- არასწორად პარკირებული ავტომობილი საცობების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. წლების წინ ლაპარაკი იყო მიწისქვეშა პარკინგებზე, თუმცა იმდენად ძვირი სიამოვნებაა, რომ მისი განხორციელება კიდევ რამდენი წლით გადაიდო, არავინ იცის... ავტომობილების მატებასთან ერთად, კიდევ უფრო შემაწუხებელი გახდება საცობები...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია