რა ასტროლოგიური ნიშნით იბადებიან მეძავები

რა ასტროლოგიური ნიშნით იბადებიან მეძავები

არსებობს დაუზუსტებელი სტატისტიკა იმის შესახებ, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონების უმრავლესობა ზოდიაქოს სამი ნიშნის - ქალწული, მერწყული და სასწორი - წარმომადგენლები არიან... ეს მართლაც ასეა თუ არა, ამ თემაზე ასტროლოგ სოფო ბზეკალავას გავესაუბრეთ.

- დიახ, ასეთი სტატისტიკა მართლაც არსებობს, რომ ქალწულებში, მერწყულებსა და სასწორებში უმეტესად "უძველესი პროფესიის" ქალბატონები ჭარბობენ. ქალწულებს ამ საქმეს მატერიალური მოტივაცია კარნახობთ, სასწორებს ზედმეტი ხათრიანობა და "არას თქმის უუნარობა" ღუპავთ, მერწყულებს კი მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელად მრავალფეროვნების სიყვარული უბიძგებთ. უცნაურია, რომ ამ ჩამონათვალში არ მოხვდა ისეთი სექსუალური და ტემპერამენტიანი ზოდიაქოს ნიშანი როგორიც მორიელია, არადა, ცნობილი ფაქტია, რომ ქალი მორიელები სექსუალური შარმით გამოირჩევიან. თუ მორიელის ბუნებას დავაკვირდებით, მიზეზს იოლად ვიპოვით: ქალი მორიელი (ისევე როგორც ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენელი) ერთგულებას მეტად აფასებს. ამასთან, მას არ შეუძლია სექსით უემოციოდ, მხოლოდ გამორჩენის ან ინტერესის მიზნით დაკავდეს.

მაგრამ მორიელებს შორისაც გვხდებიან პოლიგამიური ტიპაჟები.

- როგორ უნდა გავარკვიოთ, რამდენად მიდრეკილია ამა თუ იმ ასტროლოგიური ნიშნის მქონე ქალბატონი ღალატისა და პარტნიორის ხშირი ცვლისკენ?

- მის პირად რუკაში უნდა ჩავიხედოთ და უმთავრესად მთვარის, ვენერას, მარსისა და რიგ შემთხვევაში, პლუტონის მდებარეობას უნდა გადავხედოთ. მთვარე ქალის ქვეცნობიერზეა პასუხისმგებელი, თუ იგი ვენერასთან ერთად, ცეცხლის სტიქიაშია განთავსებული, ასეთ ადამიანს იმპულსურობა და დაუფიქრებელი საქციელი ახასიათებს. ამიტომ, მთვარით და ვენერათი (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) სექსუალური პარტნიორების გრძელ სიას საკუთარი სპონტანური ხასიათიდან გამომდინარე აგროვებს. გაცილებით რთულადაა საქმე, როცა მთვარე და ვენერა წყლის სტიქიაშია წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში, ქალის პოლიგამიურობა მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ასეთი ქალები პარტნიორებს წინდასავით იმიტომ იცვლიან, რომ მათგან გამუდმებით ელიან დაცულობას და სტაბილურობას. თუმცა, პრობლემა პრობლემად რჩება იმიტომ, რომ ისინი აგრესიული, ხისტი და დიქტატორული მამაკაცებისკენ ილტვიან, იმედოვნებენ, რომ სწორედ ასეთი მამაკაცი იქნება მათთვის ემოციური დასაყრდენი. ამ დროს ასეთი მამაკაცი, საკუთარ ნევროზულობასა და კომპლექსებს ნიღბავს "მაჩოსა" და "მაგარი ბიჭის" ნიღბის მიღმა.

- თავშეკავების უნარითა და ფსიქოლოგიური მდგრადობით რომელი ქალბატონები გამოირჩევიან?

- ვისი ვენერა და მთვარეც მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშანშია განლაგებული. თუ პირად რუკაში განსაკუთრებულ დაძაბულ ასპექტებს არ აქვს ადგილი, ასეთი ქალი იშვიათად იცვლის პარტნიორს და მის მიმართ ხანგრძლივი ერთგულების უნარიც გააჩნია.

რაც შეეხება ჰაერის სტიქიაში განლაგებული მთვარის ან ვენერას პატრონებს, მათი უმრავლესობა ფიზიკურზე მეტად, ვერბალური კომუნიკაციის მოყვარულია. ამიტომ ასეთ ქალს "საფლირტაო ობიექტების" ვრცელი სია აქვს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანთან ინტიმური ურთიერთობა ექნება. ხშირ შემთხვევაში, ეს უწყინარი ფლირტია და სხვა არაფერი.

- შერეული კომბინაციის ქალბატონებიც რომ განვიხილოთ...

- რთული ამ მხრივ - ცეცხლი + წყალის კომბინაციაა (მაგალითად, მთვარე ლომში, ვენერა – მორიელში). ასეთი ქალი გამუდმებით დაეძებს ახალ-ახალ სასიყვარულო ავანტურას და არცთუ იშვიათდ ხდება სხვისი ოჯახის დანგრევის მიზეზი. თუ საქმე გვაქვს კომბინაციასთან - ჰაერი + წყალი, ასეთი ქალბატონი შესაძლოა, გაცილებით სტაბილური იყოს ურთიერთობაში, თუ მისი მთვარე წყლის სტიქიაშია განლაგებული. იმ შემთხვევაში, როცა - მიწა + წყალის კომბინაციას ვხვდებით, ეს მიუთითებს ერთგულების დიდ უნარსა და თავშეკავებულობაზე (იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა ვენერა მორიელის ზოდიაქოშია განლაგებული). საკმაოდ კარგი თავშეკავების უნარით გამოირჩევიან - ცეცხლი + მიწა კომბინაციის ქალებიც. მათ პრინციპულობა უფლებას არ აძლევთ, მორალის ჩარჩოებს გადააბიჯონ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია