პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ოფიციალურ შეხვედრებს მიღმა (+9 ფოტო)

პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ოფიციალურ შეხვედრებს მიღმა (+9 ფოტო)

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიოტოს ესტუმრა. ქვეყნის პირველი პირი "ჯიდაი მაცურის" ფესტივალს დაესწრო, რომელიც საიმპერატორო სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველწლიურად 22 ოქტომბერს იმართება. ფესტივალი სათავეს 1895 წლიდან იღებს და მასში 2000-მდე ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადამიანი მონაწილეობს.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა კიოტოში რამდენიმე კულტურულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

მეგზურობას ქვეყნის პირველ პირს იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ცინცაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში ტიოშიო კაიტანი და მისი მეუღლე ჰარუე კაიტანი უწევენ.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ქართულ დელეგაციასთან ერთად ტოკიოდან ქალაქ კიოტოში "შინკანსენის" ჩქაროსნული მატარებლით ჩავიდნენ. რკინიგზის სადგურში საქართველოს პრეზიდენტს და მაკა ჩიჩუას კიოტოს ვიცე გუბერნატორი, ქალაქის მერი და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გოგონა დახვდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია