აკაკი გოგიჩაიშვილმა და ნინო ხაჟომიამ ბავშვი აიყვანეს - როგორ შეცვალა ჟურნალისტების ცხოვრება პატარა ნიკოლოზმა

აკაკი გოგიჩაიშვილმა და ნინო ხაჟომიამ ბავშვი აიყვანეს - როგორ შეცვალა ჟურნალისტების ცხოვრება პატარა ნიკოლოზმა

ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილს და ნინო ხაჟომიას ერთი შვილი - საბა ჰყავთ, თუმცა რამდენიმე თვის წინ ბავშვი იშვილეს. ნიკოლოზი ცხრამეტი თვისაა. ოჯახის ახალმა წევრმა ცოლ-ქმრის ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალა. აკაკი გოგიჩაიშვილს ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- აკაკი, როდის გაჩნდა ბავშვის აყვანის იდეა?

- ნინოს პირველი ფეხმძიმობა ძალიან რთული ჰქონდა. ბავშვის დაკარგვის საშიშროება იყო. მაშინ ნინომ თქვა, ოღონდ ეს ბავშვი ხელში დამაჭერინა და სხვის ბავშვს აუცილებლად ვიშვილებო. საბა რომ გაჩნდა, რამდენიმე თვეში დავდექით ბავშვის აყვანის აღრიცხვაზე. ჩვენს წინ რიგში ოთხასი ადამიანი იდგა. რომ გამოვითვალეთ დაახლოებით 70 წლის ასაკში გვიწევდა ბავშვის აყვანა. ჩავთვალეთ, რომ ამ იდეისგან არაფერი გამოვიდოდა. რომ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გვყავს ბავშვი და შეგიძლიათ, ნახოთო, გვეგონა გვეხუმრებოდნენ. არანაირად არ ველოდით, რომ ასე მოხდებოდა.

- ბავშვის სქესს არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა?

- როდესაც ბავშვის აყვანის აღრიცხვაზე დავდექით, სქესი არ მიგვითითებია.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია