"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია კიდევ ერთხელ სცემეს

"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია კიდევ ერთხელ სცემეს

ამ წუთებში უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტს ზაზა დავითაიას თავს დაესხნენ.

როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ზაზა დავითაიას უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან თავს დაესხნენ და სცემეს.

ზაზა დავითაიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით Facebook-ზე წერს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუაც.

"გაეცანით სასწრაფოდ!

ძვირფასო მეგობრებო, "თავისუფალი ზონის" მიერ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის ზაზა დავითაიას ცემასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების ზოზინმა, სასამართლოს მიერ ზონდერების გირაოთი გათავისუფლებამ და ქართული მედიის სირაქლემას პოზამ შედეგი გამოიღო-ზაზა დავითაიას დღეს, რამდენიმე წუთის წინ, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კვლავ დაესხნენ თავს და უკვე მეორედ გაუსწორდნენ ფიზიკურად! გადაყვანილია რკინიგზის საავადმყოფოში!", - წერს ხუბუა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია