როგორ აისახა რეცეპტების სისტემა სააფთიაქო ბიზნესზე - "რეალიზაცია 25%-ით შემცირდა"

როგორ აისახა რეცეპტების სისტემა სააფთიაქო ბიზნესზე - "რეალიზაცია 25%-ით შემცირდა"

რეცეპტების შემოღებამ აფთიაქებს რეალიზაციის პრობლემა შეუქმნა. განსაკუთრებით არაბრენდირებულ აფთიაქებს უჭირთ. სექტემბრიდან დღემდე, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მათი რეალიზაცია 25%-ით შემცირდა. 1-ლი სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რეცეპტების სისტემა ძალაშია, ამ ტიპის აფთიაქებში მომხმარებლის დეფიციტია. არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ფსიქოტროპული ფარმაცევტული ობიექტები, რასაც ბოლო დროის სტატისტიკაც ადასტურებს.

არსებული მონაცემებით, 2014 წლის პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი 75%-ით შემცირდა. ეს, ერთი მხრივ, კონტროლის, ხოლო, მეორე მხრივ, რეცეპტების შემოღების შედეგია. განსხვავებული მდგომარეობაა მსხვილ სააფთიაქო ქსელებში, სადაც აცხადებენ, რომ რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ და რეცეპტების შემოღებას ამ მხრივ ვითარება არ შეუცვლია.

”სახალხო აფთიაქში” განმარტავენ, რომ რეცეპტების შემოღებას მედიკამენტების გაყიდვაზე გავლენა არსებითად არ მოუხდენია და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

”თავდაპირველად მომხმარებელი დაბნეული იყო, გაურკვევლობა იგრძნობოდა, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა. მყიდველი მოწესრიგებული მოდის, მან იცის, თუ რა სჭირდება, თუმცა ყოველთვის ასე არ არის. ზოგჯერ მომხმარებელი უკმაყოფილოა, რადგან არ აღმოჩნდა ცვლილებებისთვის მზად და მობილიზება უჭირს. საბედნიეროდ, მათი რიცხვი ბევრი არ არის. მთლიანობაში, ნორმალური სიტუაციაა, სტატისტიკური მონაცემების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. მთავარია, გაუარესება არ არის”, - განუცხადეს ”რეზონანსს” ”სახალხო აფთიაქში”.

ანალოგიური მდგომარეობაა ”ჯიპისიშიც”. სააფთიაქო ქსელის წარმომადგენელთა შეფასებით, სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა და მომხმარებელი ჩვეულ აქტიურობას ამჯერადაც ინარჩუნებს. რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა არაბრენდირებულ აფთიაქებში.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია