5 საგანმანათლებლო ტექნოლოგია, რომელიც სამყაროს შეცვლის

5 საგანმანათლებლო ტექნოლოგია, რომელიც სამყაროს შეცვლის

გავა დრო და ყველაფერი, რაც ჩვენთვის განათლებასთან იყო ასოცირებული (ლექციები, გაკვეთილები, საკლასო ოთახები) პრიმიტიულ წარსულად გადაიქცევა. მოგითხრობთ იმ საგანმანათლებლო ტექნოლოგიებზე, რომლებიც მალე სწავლის პროცესს მთლიანად შეცვლის.

1. ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგია მასიური ღია ონლაინ კურსებია, რომლებიც სტენფორდში დაიწყო 2012 წელს. ღია ონლაინ კურსები ხარისხიან განათლებას იმდენად ხელმისაწვდომს ხდის, რომ ამის წარმოდგენა ადრე შეუძლებელი იყო.

2. დიდი მონაცემები

როდესაც ინტერნეტში ძიების პარამეტრებს იყენებთ, ონლაინზე მყოფი მთელი მსოფლიო თქვენს პარამეტრებზე იწყობა. კომპიუტერულ საგანმანათლებლო მეთოდებში შესაძლებელია მონაცემების გაანალიზება, მაგალითად მილიონი კლიკის და იმის ნახვა, რასთან ექმნება ადამიანს პრობლემები, რას ვერ იგებს. შესაძლებელია ამ მონაცემების სხვებთან შედარება, შესაძლებელია რეკომენდაციების მიცემა, თუ როგორ გააგრძელოს განათლების მიღება. დიდი მონაცემების წყალობით, პედაგოგიკა ზუსტ მეცნიერებად ყალიბდება.

3. ადაპტირებული სწავლება

ადაპტირებული სწავლება არის, როდესაც დიდი მონაცემების მეშვეობით იგეგმება პროცესი, მეთოდიკა და სწავლის ტემპი, შესაბამისად იგეგმება განათლების მიღების ტრაექტორია. როგორც საიტებისთვის არსებობს ”გუგლ ანალიტიკსი”, ისევეა ადაპტირებული სწავლება განათლებისთვის. ამასთან, ის არა მხოლოდ აგროვებს მონაცემებს, არამედ ამუშავებს მათ და რეკომენდაციებს აძლევს სტუდენტებს იმ კონტენტზე, რომელიც მათთვის ყველაზე სასარგებლო იქნება.

4. გეიმიფიკაცია

ყველამ იცის, რომ სწავლა თამაშის დახმარებით საუკეთესო მიგნებაა. გეიმიფიკაციის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ თამაშიდან გამოაცალკევონ მექანიკა, სტრუქტურა და გემოიყენონ არასათამაშო კონტექსტში, მაგალითად გადააქციონ თამაშად ჭურჭლის რეცხვა.

5. ჰიბრიდული სწავლება

ჰიბრიდული სწავლება გულისხმობს კომპიუტერთან და პარალელურად ცოცხალ მასწავლებელთან სწავლებას. ეს გამოიყურება ასე: ბავშვი მიდის სკოლაში, იღებს სიას, სადაც წერია: ახლა შენ გააკეთებ ამას, შემდეგ წახვალ იქ, შემდეგ აქ. სკოლაში არ არის გაკვეთილები, არც კლასები. ყველა მოსწავლე თავის პროგრამას გადის. სია შეიძლება ქაღალდზე იყოს დაბეჭდილი, შეიძლება აპლიკაცია იყოს. შემდეგ ბავშვი კომპიუტერთან მეცადინეობს, მასწავლებელმა კი პროგრამის წყალობით იცის, რა ვერ გაიგო მოსწავლემ. მომზადებულია snob.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია