თბილისელი ლამაზმანი, რომელიც "პარკინგის ვარსკვლავად" იქცა, საზოგადოებას ბოდიშს უხდის

თბილისელი ლამაზმანი, რომელიც "პარკინგის ვარსკვლავად" იქცა, საზოგადოებას ბოდიშს უხდის

youtube-ზე ნიკოლოზ ლუტიძის მიერ განთავსებულ ვიდეოს, რომელზეც ასახულია დიალოგი მასსა და მძღოლ გოგონას შორის, რომელმაც მანქანა ტროტუარზე გააჩერა და ქვეითებისთვის გასავლელი ადგილი არ დატოვა, ქსელში ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა.  ვიდეოს, გამოქვეყნებიდან სულ მცირე დროში, Youtube-ზე 50 000-მდე ნახვა აქვს. კიდევ უფრო მაღალია ნახვების რაოდენობა ქართულ ვიდეოპორტალ PalitraTV.ge-ზე, სადაც ასობით კომენტარი დაიწერა. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტმომხმარებლების წყრომა გოგონას უხამსმა ჟესტმა გამოიწვია.

გოგონა, რომელიც პარკინგის წყალობით სულ მცირე დროში ნამდვილი ვარსკვლავი გახდა, თათა ვაჩნაძეა, რომელმაც ხალხის რეაქციის საპასუხო წერილი Facebook-ზე გამოაქვეყნა, სადაც წერს:

Facebook/თათა ვაჩნაძე:

"ძვირფასო მოქალაქეებო, ორი სიტყვით გავაკეთებ კომენტარს. მინდა ავღნიშნო, რომ გაოცებული ვარ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ ამბავს მოჰყვა ასეთი ხალხის რეაქცია და მეორეს მხრივ იმიტომ, რომ რეალური ვითარებას სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაცია გამოქვეყნდა.

ვიდეოს 50,000 ნახვის და ხალხის რეაქციის პასუხად, გულწრფელად ვიღებ შენიშვნას ჩემი არასწორი პარკირებისათვის, თუმცა მივიღებ იმ მოქალაქეებისგან, ვისაც არასდროს დაურღვევია საგზაო მოძრაობა.

ასევე, ძალიან ვწუხვარ ჩემი ჟესტის სახალხოდ გამოჩენის გამო. იმედი მაქვს ამ ინციდენტის შემდეგ არც ერთი მძღოლი არასდროს გამოიყენებს შეურაცხმყოფელ ჯესტსა თუ სიტყვას.

ხოლო რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს, მე და ჩემს მატერიალურ მდგომარეობას, ყველაზე გულწრფელად და სიკეთით გამსჭვალულად გირჩევთ ისწავლოთ, იმუშაოთ, იშრომოთ და აკეთოთ საქმე და თქვენც უთუოდ გამოიღებთ შედეგს.

საქმე გამოძიების პროცესშია, გაგაგებინებთ საბოლოო დასკვნას", - წერს თათა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია