სვანი ქალის ისტორია, რომელსაც ქორწილის ღამეს მოუკლეს ქმარი

სვანი ქალის ისტორია, რომელსაც ქორწილის ღამეს მოუკლეს ქმარი

მძაფრი სიუჟეტი, ძლიერი ქალის რომანტიკული სიყვარული, არსებობისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლა, ინტრიგები და სვანური ტრადიციების ერთგულება, - ეს მარი ჯაფარიძის რომანი - "ultrix" -ია, რომელიც მკითხველის გულს ახლა ჟურნალი "გზის" ელექტრონული ვერსიის საშუალებით დაიპყრობს.

როგორც რომანის ავტორი მარი ჯაფარიძე Ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომანი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თუ რატომ იყო ნაწარმოები "ბესთსელერი" და კიდევ რა სიახლეებს სთავაზობს ჟურნალ "გზის" ელექტრონული ვერსია მკითხველს, ამის შესახებ, დეტალურად, მარი ჯაფარიძე მოგვითხრობს.

"რომანს ჰქვია "ultrix". ეს არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს შურისმაძიებელ ქალს. სიუჟეტი აგებულია რეალური ამბის მიხედვით. ეს ამბავი ნამდვილად მოხდა სვანეთში, წლების წინ. გაჩნდა იდეა, შემექმნა რომანი. მთავარ გმირს, წარმოშობით სვან ქალს ქორწილის ღამეს მოუკლეს ქმარი და რადგან ქალის ოჯახმა უარი თქვა სისხლის აღებაზე, გოგომ თვითონ გადაწყვიტა, ეტვირთა ყველაფერი საკუთარ თავზე. მთელი დარჩენილი ცხოვრების მიზანი შურისძიება იყო, რომელიც შეასრულა კიდეც".

-თქვენი აზრით, რატომ მოჰყვა მკითხველის მხრიდან ამხელა რეზონანსი ამ ნაწარმოებს?

- მკითხველისთვის იმიტომ იყო საინტერესო, რომ იცოდა, ეს იყო რეალური ამბის მიხედვით დაწერილი ნაწარმოები. ასევე, მთავარ გმირში, ანაში მკითხველი თავის თავს ხედავდა. ეს გმირი ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს, რომელიც ბევრისთვის მიუწვდომელი, მაგრამ სანატრელია. როცა კითხულობ რაღაცას, ყოველთვის რომელიმე პერსონაჟში აიგივებ თავს. წლების განმავლობაში მირეკავდნენ მკითხველები და მთხოვდნენ, კიდევ ერთხელ გამოაქვეყნეთო. მეკითხებოდნენ, წიგნის ყიდვა სად შეიძლებოდა...

ამჯერად მკითხველს ნაწარმოების ელექტრონულ ვერსიას შევთავაზებთ. მასალა ყოველდღიურად განახლდება. რომანი ნაწილ-ნაწილ, ყოველ დილით, 9 საათზე დაიდება. არავის აქვს იმდენი დრო, რომ დაჯდეს და ამხელა ნაწარმოები ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს. ამიტომ, ჩვენს მკითხველს ყოველდღიურად რომანის რაღაც ნაწილს მივაწვდით, რათა მას მთელი დღის განმავლობაში გაყვეს ემოცია. ეს არის ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული ამბავი, რომელიც ძალიან მარტრივი ენითაა დაწერილი და მკითხველისთვის უფრო მისაღებია.

- კიდევ რას სთავაზობს ჟურნალ "გზის" ელექტრონული ვერსია მკითხველს?

- ჩვენ გვინდა, ჟურნალი "გზის" ელექტრონული ვერსია განსხვავდებოდეს სხვა ელექტრონული ჟურნალებისგან ბევრი რამით. ერთი თვეც არ არის ჯერ, რაც საიტი ამოქმედდა და ნელ-ნელა ვვითარდებით. ბევრი ისეთი რუბრიკა გვაქვს ჩაფიქრებული, რომლებიც დღევანდელ ელექტრონულ მედიაში არ არსებობს. ასევე, ჩვენ გვაქვს გამოკითხვა, რომელიც მკითხველს აძლევს საშუალებას, დაგვეხმაროს საიტის სრულყოფაში. ჩვენთვის ნებისმიერი მკითხველის აზრი ძალიან მნიშვნელოვანი და მისაღებია. საიტზე მალე ჟურნალ "გზის" მთელი არქივი აიტვირთება. ასევე, მკითხველს ვთავაზობთ "ცხელ" და საინტერესო მასალებს ყოველდღიურად.

იხილეთ "ultrix" "გზის" საიტზე

სალომე კირთაძე

AMBEBI.GE

სტატიაში გამოყენებულია ლიუ ჩხატარაშვილის ფოტო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია