"გიო დედისერთა იყო და მამაც 5 თვის წინ დაეღუპა" - ლანჩხუთში მომხდარი ავარიის შემზარავი დეტალები

"გიო დედისერთა იყო და მამაც 5 თვის წინ დაეღუპა" - ლანჩხუთში მომხდარი ავარიის შემზარავი დეტალები

ლანჩხუთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის გიორგი ჩხარტიშვილის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა ლანჩხუთში, თავისუფლების ქუჩაზე მოხდა. BMW-ს მარკის ავტომანქანაში, ოთხი ახალგაზრდა იჯდა... დიდი სისწრაფით მომავალმა მანქანა სავალი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მანქანის მძღოლი, 23 წლის გიორგი ჩხარტიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, - დანარჩენი სამი ახალგაზრდა უვნებლად გადარჩა.

დათა, გიორგი ჩხარტიშვილის ახლობელი:

- მადლობა ღმერთს, ის სამი უვნებლად გადარჩა, ნაკაწრიც არ აქვთ... თვითმხილველების თქმით, სწრაფად მომავალი მანქანა დაახლოებით 50 მეტრი მანძილის გავლის შემდეგ, ადგილზე დატრიალდა, კვალში გადავარდა და ხის კუნძს წამოედო, რის შემდეგაც ამოტრიალდა, სრული ბრუნი გააკეთა და რკინის ღობეს დაენარცხა. მერე ამოტრიალებული მანქანა იქვე მდებარე გაზის მილს დაეხეთქა. დაცემის კვალი მილსაც ეტყობა... გიორგი ადგილზევე გარდაიცვალა. დაცემისგან თავის ქალის მრავლობითი დაჟეჟილობა და ფუძის მოტეხილობა მიიღო. ძალიან დასახიჩრებულია, თავი სულ დანაწევრებული აქვს, როგორც თქვეს...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია