კარიერისტის 10 მცნება

კარიერისტის 10 მცნება

ხომ არ გსურთ, კარიერის კიბეზე ასვლისას სულელური შეცდომები დაუშვათ? მაშინ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ჩათვალეთ, რომ სავარძელი მხოლოდ თქვენ გელით.

1. დაივიწყეთ მეგობრული ხელის გადახვევა მდედრობითი სქესის კოლეგებთან ურთიერთობისას, მამაკაცებთან ურთიერთობისას კი, პირიქით, მოუხშირეთ. ის, ვინც მისალმებას უფრო ემოციურად გამოხატავს, ტრადიციისამებრ, უფრო მაღალი სტატუსის მქონედ აღიქმება.

2. თუ ადამიანი თათბირის დროს მობილური ტელეფონით საუბრობს, აქედან შეიძლება ორი დასკვნა გამოვიტანოთ: მას ან არ აინტერესებს განსახილველი საკითხი, ან გამოხატავს სრულ უპატივცემულობას დამსწრე საზოგადოების მიმართ.

3. იმ დროს, როდესაც უფროსი ჭეშმარიტებას ღაღადებს (უფროსი კი ყოველთვის ჭეშმარიტებას ღაღადებს!), საათისკენ მიმართული მოუთმენელი მზერა შესაძლოა შეურაცხყოფად იქნეს აღქმული. თუ სხვაგვარად არ შეგიძლიათ, ეცადეთ, საათს შეუმჩნევლად დახედოთ.

4. საუბრის უკანასკნელ წუთამდე არ მოაცილოთ თვალი თანამოსაუბრეს. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ის, ვისაც არ შეუძლია უფროსის მზერას ნახევარი საუბრის განმავლობაში მაინც გაუძლოს, უსიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს.

5. ყავა აძლიერებს კორპორაციული გეგმებით გამოწვეულ ისედაც ძლიერ სტრესს. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ თუ დღეში ოთხ ფინჯანზე მეტ ყავას დალევთ, სისხლში ჰომოცისტინის დონემ შეიძლება კრიტიკულ ზღვარს მიაღწიოს. ცნობისათვის: ამ ამინომჟავას ზედოზირება გულისთვის სახიფათოა, ასეთ შემთხვევაში უკოფეინო ყავაზე გადასვლა ვეღარ გიშველით. ყავაში არსებული ქლოროგენის მჟავა ასევე უწყობს ხელს ჰომოცისტეინიზაციის პროცესს, ორგანიზმიდან მისი გამოძევება კი, სამწუხაროდ, ძნელია.

6. შიშველი კედლები აზრის არარსებობას მოწმობს. ჩამოკიდეთ სამუშაო ოთახში სურათი, ყვავილებიანი კალათა, სუვენირი... ზოგჯერ ეს საკმარისია იმისთვის, რომ აზროვნებას სწორი მიმართულება მიეცეს.

წაიკითხეთ მეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია