მილიონებად შეფასებული სახლები საქართველოში

მილიონებად შეფასებული სახლები საქართველოში

დღეს საქართველოში სასურველი უძრავი ქონების მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს. უამრავი ვებგვერდი და სააგენტო გვთავაზობს ბინებს, კერძო სახლებს, საოფისე თუ კომერციულ ფართებს. ჩვენ ყველაზე ძვირად ღირებული სახლებით დავინტერესდით და ამის გასარკვევად უძრავი ქონების სააგენტოებს მივმართეთ. მცირე ექსკურსის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ყველაზე ძვირად ბინები თბილისში იყიდება, თუმცა ამ მხრივ დედაქალაქს არც სხვა ქალაქები ჩამორჩება -საკმაოდ ძვირია უძრავი ქონება ქუთაისში, ბათუმში და ზოგადად შავი ზღვის სანაპიროზე.

მაკლერების თქმით, რაც უფრო მეტი კომფორტია ბინაში, მით უფრო ძვირად აფასებს მფლობელი თავის ქონებას. როცა საცხოვრებელი, ან საოფისე ფართი გარემონტებული და კეთილმოწყობილია, იქ შესაძლოა 1 კვ.მეტრი 2000-2500 დოლარიც კი ღირდეს. ერთ-ერთი სააგენტოს დამფუძნებელმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა საჯაროდ არ ისურვა, გვითხრა: ”ამ ეტაპზე 3-მილიონად შეფასებული რამდენიმე სახლი მაქვს გასაყიდი, ერთ-ერთი კრწანისში მდებარეობს. ამ სახლს მფლობელი დიდი ხანია ყიდის, მაგრამ მყიდველი იგვიანებს, რადგან ჩვენთან ძვირად ღირებული ბინები ასე ადვილად არ იყიდება. ჩემი დაკვირვებით, ასეთ ძვირფას ქონებას ძირითადად უცხოელები, ან საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველები ყიდულობენ. საქართველოში 2 და 3 მილიონი დოლარის გადამხდელი კაცი თითზე ჩამოსათვლელია”.

bpn.ge შპს ”ბერუკას” დამფუძნებელსა და დირექტორს ავთანდილ გუგეშაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც დაუფარავად ისაუბრა ამ ბიზნესში შექმნილ ვითარებაზე.

ავთანდილ გუგეშაშვილი: ”2008 წლის ომამდე უძრავი ქონების ბაზარი გაცილებით მომგებიანი იყო და ძვირად ღირებულ ბინებზე მოთხოვნაც უფრო მაღალი იყო. ომის შემდეგ კი ვითარება გართულდა. ამ ეტაპზე უძრავი ქონების გაყიდვის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში დიდი უძრაობაა. ქონების გაყიდვა ბევრს უნდა, მყიდველი ნაკლებია, რაც საქმეს ძალიან გვირთულებს. ჩემი დაკვირვებით, გასულ წელთან შედარებით ფასი გაზრდილია, რამ გამოიწვია ეს - ძნელი სათქმელია.

შეიძლება იმან, რომ სამშენებლო კომპანიებმა ძალიან აწიეს ფასები და თავისი ქონება მეორადი ბინების მფლობელებმაც გააძვირეს. რაც შეეხება ძვირად ღირებულ ბინებს, ისინი ორად უნდა გავყოთ- საცხოვრებელი ბინა კორპუსში და კერძო სახლი, რომელსაც თავისი ეზო და კარ-მიდამო აქვს. როგორც წესი, კერძო სახლები უფრო ძვირი ღირს. კერძო სახლის მაქსიმალური ღირებულება, რომელიც მახსოვს, 2 მილიონი დოლარი იყო.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია