რა უნდა იცოდეთ, რომ ამ შაბათ-კვირას საცობში არ იტანჯოთ - შსს-ს განცხადება "თბილისობასთან" დაკავშირებით

რა უნდა იცოდეთ, რომ ამ შაბათ-კვირას საცობში არ იტანჯოთ - შსს-ს განცხადება "თბილისობასთან" დაკავშირებით

"თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 25 ოქტომბერს 08:00 საათიდან 26 ოქტომბრის 24:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება ევროპის მოედნის მიმართულებით ღვინის აღმართიდან და მეტეხის ქუჩიდან, ასევე "ევროპის მოედნიდან" მეტეხის ხიდის და გორგასლის მოედნის მიმართულებით. სანაპიროზე მოძრავი ავტომობილები მოძრაობას გააგრძელებენ გორგასლის ქუჩის მიმართულებით ქვედა ზოლში და მოძრაობა იქნება ორმხრივი.

იკრძალება პარკირება გორგასლის ქუჩაზე, სანაპიროზე მოძრავი ავტომობილები უნდა გადაადგილდნენ გამსახურდიას ქუჩით სანაპიროს გავლით კრწანისის მოედნის მიმართულებით. პარკირება შესაძლებელია ევროპის მოედანზე მიწისქვეშა ავტოსადგომზე.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გაძლიერდება პატრულირება ქალაქის პარკებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც გაიმართება სადღესასწაულო კონცერტები და სხვა კულტურული ღონისძიებები: ვაკის პარკი, ბუკიას ბაღი, რიყის პარკი, კიკვიძის ბაღი, გლდანის პარკი.

ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ასევე იკრძალება იმ ქუჩებსა და მოედნებზე სადაც გაიმართება საშემოდგომო ნობათის ბაზრობები: მარიჯანის ქუჩაზე (ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორია), ნუცუბიძის მე-4 პლატოს მე-17-18 კორპუსის მოედანზე, გორგასლის ქუჩის სამანქანო გზის მონაკვეთზე - ბალნეოლოგიური ცენტრიდან ისფაჰანლის ქუჩის ჩასახვევამდე, რესპუბლიკის მოედანზე, მიცკევიჩი-კუტუზოვის ქუჩების კვეთიდან მიცკევიჩი-პეკინის ქუჩების კვეთამდე, დიდ დიღომში იბერის ქუჩაზე (პოლიციის შენობის მიმდებარედ), ვაზისუბანში 1-ლი მკ/რნ-ის მე-12 კორპუსის მიმდიბარე ტერიტორია, კიკვიძის პარკის მიმდებარე ტერიტორია, დიღმის მასივის ე.წ. ალეას გევრდითი გზა. კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა "მედიკების" სახლთან, გლდანის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუხიანში - დუმბაძის გამზირზე, ავჭალაში - სარაჯიშვილის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია