"თბილისობა – 2014": ორდღიანი ღონისძიებების სრული პროგრამა

"თბილისობა – 2014": ორდღიანი ღონისძიებების სრული პროგრამა

25-26 ოქტომბერს "თბილისობა – 2014" გაიმართება. მერიის ცნობით, დღეს, 10:00 საათიდან თბილისის ზღვაზე "თბილისი მარათონი" გაიმართება. 11:00 საათზე, საკრებულოს შენობაში თბილისობის გახსნა, საპატიო თბილისელის წოდების მინიჭება და კონცერტი მოეწყობა.

დღის განმავლობაში გორგასლის მოედანზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში, ბოტანიკურ ბაღში, შარდენის ქუჩაზე და დედაქალაქის სხვა მონაკვეთებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის, აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, ხილის ფესტივალი, ბაზიერების შოუ, საბავშვო ანსამბლების წარმოდგენები, იშვიათი მცენარეების გამოფენა, თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების შემოქმედებითი კოლექტივებისა და ქართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ქართული რეწვის ნიმუშების და ხელნაკეთობების გამოფენა - ყველის, თაფლის, ჩაის და სხვა ფესტივალები. ქართველი თანამედროვე როკ ჯგუფები, სპორტული ტურნირები "თბილისობა 2014"-ის ჩემპიონის ტიტულზე – დაჯილდოება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემოქმედების წარდგენა, თოჯინების წარმოდგენა, "ჰერბერტის სიზმარი" საფრანგეთის თეატრალური დასის მსვლელობა, ფესტივალი "საჩუქარი" - თბილისი Jazz Festival 2014 – David Fiuczynski`s Planet Microjam – "თბილისი ივენთ ჰოლში", თანამედროვე ახალგაზრდა პოპულარული როკ ბენდების კონცერტი (The Jetbird, ჯგუფი "არა", ჯგუფი "ყველა", Loudspeakers - ევროპის მოედანზე.

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, პაატა ჯაჭვლიანის განცხადებით, 25_26 ოქტომბერს თბილისის მეტროპოლიტენი და საბაგირო ღამის პირველ საათამდე იმუშავებს.

"თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, საბაგიროთი მგზავრობა იქნება უფასო", - აღნიშნა ჯაჭვლიანმა. მისივე ინფორმაციით, გარკვეული შეზღუდვები დაწესდება ავტოტრანსპორტისთვის.

თბილისობის დღესასწაული 25-26 ოქტომბერს გაიმართება.

ასევე იხილეთ| რა უნდა იცოდეთ, რომ ამ შაბათ-კვირას საცობში არ იტანჯოთ - შსს-ს განცხადება "თბილისობასთან" დაკავშირებით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია