კამიკაძე აივნები და ლოჯები თბილისში - მკვლელები, რომელთა საფრთხეს მოსახლეობა ვერ აცნობიერებს

კამიკაძე აივნები და ლოჯები თბილისში - მკვლელები, რომელთა საფრთხეს მოსახლეობა ვერ აცნობიერებს

"ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკების ექსპლუატაციის ვადა 20 წელი იყო. ეს სახლები 50-იან წლებში აშენდა. მათზე მიშენება ყოვლად დაუშვებელია"

უკვე მეორე თვეა, ვარკეთილში მცხოვრებ ნათესავს ვერ გავაგებინე, რომ მეშვიდე სართულზე აივნის რამდენიმე მეტრით გაფართოება დაუშვებელია. სამშენებლო მასალა უკვე იყიდა, მალე რაიონში წასული მუშაც ჩამოვა და მშენებლობას გააჩაღებენ. მის აკვიატებულ იდეას ოჯახის დანარჩენმა წევრებმაც აუბეს მხარი და მალე მათ საცხოვრებელს რამდენიმე კვადრატული მეტრი შეემატება.

მათ მოპირდაპირე კორპუსს, რომელსაც უკვე წლებია, რამდენიმე მეტრი მიაშენეს (ყველა ოჯახს კედლები არ აქვს ამოშენებული და სართულებს შორის რკინის ჟანგიანი კონსტრუქციები ჩანს), ლეგოს კუბიკებით აშენებულ სახლს ეძახიან. ამას წინათ იმ კორპუსში მცხოვრები ნაცნობი გოგონა მეუბნებოდა, შარშან მიწისძვრამ იმხელა ბზარი გააჩინა სახლსა და მიშენებას შორის, რომ შეშინებული ვართ, იმ ოთახში იშვიათად შევდივართო.

მოკლედ, უკანონო მშენებლობების საკითხი ჯერ ისევ ჰაერშია გამოკიდებული და როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს ასე გაგრძელდება.

თვითნებური მიშენებების ასეთი ბუმი თბილისში მაშIინ დაიწყო, როდესაც ხალხმა "ხრუშჩოვკების" გაფართოება დაიწყო და აივნები მიაშენა. სამწუხაროდ, ასეთი მიშენებების 80% არაპროფესიონალების გაკეთებულია. არასაიმედო და უხარისხო მშენებლობები არაერთხელ გახდა ნგრევისა და ტრაგედიის მიზეზი. როგორც ურბანისტები და არქიტექტორები ამბობენ, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სამსახური, რომელიც ქალაქში ყველა მიშენებას შეისწავლის და პასუხისმგებლობას აიღებს, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ დატრიალდეს...

თემურ ხელაშვილი, არქიტექტორი, ურბანისტი: - საზოგადოება მიშენებების ან დაშენებისას ერიდება არქიტექტორებთან მისვლას, ამის მიზეზი მათი ფინანსური მდგომარეობაა, ამიტომ თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, რა მიაშენონ და - როგორ. გარდა იმისა, რომ ყველა ასეთი არაპროფესიონალური მიშენება არაესთეტიკურია, საშიშიც არის.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია