საქართველოში პლასტიკური ბარათებიდან ფულის მოპარვა გახშირდა - როგორ დავიცვათ თავი ჰაკერებისგან

საქართველოში პლასტიკური ბარათებიდან ფულის მოპარვა გახშირდა - როგორ დავიცვათ თავი ჰაკერებისგან

ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა ბანკების წარმომადგენლები საკუთარ მომხმარებლებს ურეკავენ და ურჩევენ, გარკვეულ ფასად პლასტიკური ბარათები დააზღვიონ. როგორც ბანკებში განმარტავენ, ამის მიზეზი ბარათებზე გახშირებული ჰაკერული შეტევებია. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი შემთხვევები თითქმის ყველა ბანკის მომხმარებელს ჰქონია, განურჩევლად მისი მასშტაბურობისა და დანერგილი სტანდარტებისა...

ამ საკითხთან დაკავშირებით BPN.GE-ის სხვადასხვა ბანკის მომხმარებლები დაუკავშირდნენ..

ზურა ჩხაიძე: "დილის 8 საათზე, ინტერნეტბანკიდან, რამდენიმე წუთიანი ინტერვალით, ზედიზედ 6 სმს მომივიდა. მატყობინებდნენ, რომ 500 დოლარამდე თანხა ჩამომეჭრა. მაშინვე წავედი ბანკში, სადაც დამაწერინეს განცხადება, ჩემი ბარათის არასანქცირებული გამოყენების თაობაზე. ბარათი დავბლოკე, მაგრამ ანგარიშზე მხოლოდ 34 დოლარი დამრჩა... როდესაც დავინტერესდი ამინაზღაურებდნენ თუ არა თანხას, პირველ რიგში მკითხეს, ბარათი დაზღვეული მქონდა თუ არა. ავუხსენი, რომ დაზღვევით არ ვსარგებლობდი, რადგან ინტერნეტრანზაქციებს თითქმის არასდროს ვიყენებ, თანაც მიმაჩნდა, რომ ბანკის უსაფრთხოების ტექნოლოგიები საიმედო იყო."

დათო ფიფია: "ჩემს პარტნიორს ბარათიდან ჰაკერულად ჩამოაჭრეს საკმაოდ დიდი თანხა. ცხადია, ბანკში დაზღვევაზე ჩამოუგდეს ლაპარაკი. ამის შემდეგ მეც დავაზღვიე ბარათი, რადგან დაზღვევის საფასური - 5 და 10 ლარი, არც ისე დიდი თანხაა. თუმცა, ბანკი, რომელსაც აქვს ამბიცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყოს წარმოდგენილი, ან საერთაშორისო ჯგუფის წევრია, რატომ ვერ ახერხებს იმას, რომ მისი კლიენტის ანგარიშები დაცული იყოს?!"

ლენა კარგარეთელი: "30 წუთის განმავლობაში 3 მესიჯი მომივიდა, რომ ჩემი ბარათიდან 700 ლარი ჩამოიჭრა. საღამოს 6 საათამდე სამსახურიდან ვერ გავდივარ, ამიტომ შევეცადე ტელეფონით გამერკვია, რა ხდებოდა ჩემს თავს. ბარათი დავაბლოკინე, მაგრამ ზედ მხოლოდ 17 ლარი დამრჩა... ბანკი, რომელიც ყველაფერზე საკომისიოს მაჭრის, რატომღაც ბარათის უსაფრთხოებას ვერ ახერხებს"..

რა შემთხვევაში ანაზღაურებს ბანკი დაკარგულ თანხას და რატომ ვერ ხერხდება უსაფრთხოების გაძლიერება, რათა მსგავსი პრობლემები აღმოიფხრვას? ამის გასარკვევად რამდენიმე წამყვან ბანკს მივმართეთ.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია