ვისზე გადაცვალეს უკრაინაში დატყვევებული ქართველი მეომრები?

ვისზე გადაცვალეს უკრაინაში დატყვევებული ქართველი მეომრები?

როდესაც ქუჩაში ჩამოსატარებლად მივყავდით, გუბის წყალი დავლიეთ, საქონელივით. "ლუგანსკში სკოლის შენობასთან ახლოს ვიყავით შეფარებული. დაბომბვისას კონტუზია მივიღე და გონს რომ მოვეგე, უკვე რუსების პოზიციაზე ვყავდით გადაყვანილი. - ნუ გეშინია, არ მოგკლავთო, - მითხრეს და წყალი დამალევინეს. რაღაც პოსტივით ჰქონდათ გაკეთებული და დაკითხვაზე იქ შემიყვანეს. - რა გვარი ხარო? - მკითხეს. ვიცოდი, რომ უკრაინელი ტყვეების მიმართ არ გამოირჩევიან ისეთი სისასტიკით, როგორითაც სხვა ეროვნების ადამიანების მიმართ, მაგრამ გვარის დამალვას აზრი არ ჰქონდა. როდესაც ჩემი გვარი ვუთხარი, - ეს სადაური გვარიაო? - უკრაინული-მეთქი. - გაიკვირვეს, მაგრამ დაიჯერეს", - ასე იგონებს რუსი სეპარატისტების ტყვეობის რამდენიმედღიან პერიოდს უკრაინაში მყოფი ქართველი.

უკრაინის ქართველი მოქალაქე, ბადრი ბუკია ერთადერთი არ არის, ვინც რუსი სეპარატისტების ტყვეობა გამოიარა.

- დაკითხვაზე ცალ-ცალკე შეგვიყვანეს. თავის ტკივილისგან ისე ვიყავი გაბრუებული, ის დღეები ფრაგმენტულად მახსოვს... ჩემ წინ, მაგიდასთან რუსი ოფიცერი იჯდა და მეკითხებოდა, - კონკრეტულად სად ვცხოვრობდი, ოჯახი მყავდა თუ არა. ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ. უბრალოდ მკითხეს, - ასე "ბომჟივით" რატომ გაცვიათო? - მოხალისეები ვართ, სამხედროები არა-მეთქი. დაცინვით გვითხრეს - რამდენ გრივნას გიხდიან?.. "ბომჟებივით" გაცვიათ, ჯავშანჟილეტები მაინც მოეცათო. არადა, არც თავად ეცვათ. ან შეიძლება, იქ არ ეცვათ...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია