ხვალიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - იხილეთ ვრცელი მიმოხილვა

ხვალიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - იხილეთ ვრცელი მიმოხილვა

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში 26-27ოქტომბერს თოვლია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან გვაცნობებენ, კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასები გავრცელდება, რის შედეგადაც ამაღამ აცივდება. ხვალ კახეთსა და თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 7-9 გრადუსი იქნება.

კახეთის ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში კი შესაძლოა ძლიერი წვიმა თოვლში გადავიდეს, რის გამოც 26 ოქტომბერს, ღამით, მაღალმთაში -4 გრადუსია მოსალოდნელი. 28 ოქტომბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შემცირდება. 30-31 ოქტომბერს, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მცირედით მოიმატებს და 15 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები შედარებით თბილ ამინდს პროგნოზირებენ. 26 ოქტომბერს ჰაერის საშუალო ტემპერატურა 17-19 გრადუსი იქნება, თუმცა, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში ძლიერი ქარი იქროლებს. ზოგიერთ რაიონებში ქარის სიჩქარე წამში 30-32 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოში თვის ბოლომდე თბილი ამინდები შენარჩუნდება და ჰაერის საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსი იქნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია